"არცთუ ისეთი ახალგზარდა მშობელი ვარ და პირველი ემოცია, სიხარულის ცრემლები იყო" "ჩემი ცხოვრება ზუსტად ისეა, როგორც ვოცნებობდი. ძალიან მინდოდა ექიმობა, კერძოდ – პედიატრობა და ეს ოცნება ახდა. ბავშვები განსაკუთრებულად მიყვარს და მინდა, რომ მათ სამსახურში ვიყო მთელი ცხოვრება!" - ამბობს ერთ-ერთ ყველაზე მაღალრეიტინგული ექიმი ეკა უბერი. იგი თავის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე გვესაუბრება.
- წილად მხვდა ბედნიერება, ვიყო იმ ოჯახის წევრი, რომელსაც დიდი სამედიცინო წარსული აქვს! მოგეხსენებათ, უბერები, საქართველოში თაობებით ექიმები ვართ. ბაბუა, პეტრე უბერი ცნობილი, დასავლეთ საქართველოში პირველი ექიმი იყო. 32 წლის წინ გარდაიცვალა და რამდენად სასიამოვნო და საამაყოა, როდესაც დღესაც მხვდებიან ადამიანები, რომლებსაც ახსოვთ ბაბუას სიკეთე. მიყვებიან, როგორ გადაარჩინა ესა თუ ის პაციენტი... მამაჩემიც, ნუგზარ უბერი ცნობილი პედიატრია და მიუხედავად ასაკისა, დღემდე სიახლის ძიებაშია. ვიყო ასეთი ხალხის შთამომავალი, მიორმაგებს პასუხისმგებლობას. ამჯერად კი, ჩემი ყველაზე დიდი წარმატება და მიღწევა – დედობაა! რაც შეეხება ჩემს კარიერას, ვცდილობ, რომ პირველ რიგში კარგი ექიმი ვიყო. არ შევარცხვინო ჩემი გვარი, რომელიც საქართველოში ექიმობასთან ასოცირდება! არ ვავნო ადამიანებს, დავეხმარო პატარებს და ბავშვების ჯანმრთელობის საქმეში ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო! ადვილად არაფერი მოსულა, საკმაოდ გრძელი გზა გავიარე... საწყისი განათლება საქართველოში მივიღე, შემდგომში სწავლა ამერიკის შეერთებულ შტატებში გავაგრძელე, შემდეგ - ავსტრიაში... ახლაც ყოველ წელს დავდივარ ინგლისში - ლონდონში საუნივერსიტეტო კლინიკაში და ერთთვიან სტაჟირებას გავდივარ, რომ მივყვე თანამედოვე ცხოვრების მაჯისცემას. პრაქტიკული უნარ-ჩვევები კიდევ უფრო რომ დავხვეწო, ბევრი რამ არის საჭირო. მაქსიმალურად ვცდილობ, ერთი საათი მაინც გამოვნახო ყოველდღე და ყველა სიახლეს გავეცნო მედიცინაში, წავიკითხო... ექიმებთან წარმატება და ცნობადობა დროთა განმალობაში მოდის კინომსახიობებისა და ვარსკვლავებისგან განსხვავებით. ჩემს შემთხვევაშიც ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად მოვიდა. ჩემი ცხოვრება ზუსტად ისეა, როგორც ვოცნებობდი. ძალიან მინდოდა ექიმობა, კერძოდ – პედიატრობა და ეს ოცნება ახდა. ბავშვები განსაკუთრებულად მიყვარს და მინდა, რომ მათ სამსახურში ვიყო მთელი ცხოვრება!
- პირველი ემოცია უცნაური იყო და ამას ჩემი ახლობლები ხუმრობით ხშირად მახსენებენ. როდესაც ჩემი შვილი დაიბადა და გვერდზე მეწვა ახალშობილი, რატომღაც ჩემი პაციენტი მეგონა. შემდგომ, ნელ-ნელა მოვიდა ის ინსტინქტი, რასაც დედობა ჰქვია... არცთუ ისეთი ახალგზარდა მშობელი ვარ და პირველი ემოცია, სიხარულის ცრემლები იყო. ძალიან შეგნებულ ასაკში გავხდი დედა და ალბათ ჩემი ემოციები გაორმაგებული იყო. ბევრ ჩემს მეგობარს, რომლებიც პატარა ასაკში გახდნენ მშობლები, უთქვამთ, რომ თავიდანვე დედობის მნიშვნელობას ვერ აცნობიერებდნენ. ესაა დიდი პასუხისმგებლობა, სიხარული, ნერვიულობა, თუნდაც შიში, რომ დაიცვა და უსაფრთხოდ გყავდეს შვილი, მაქსიმალურად აარიდო ცუდი. ამ ასაკში ეს ყველაფერი გაორმაგებულია და ამას მეც გზადაგზა გავდივარ. ახლა ჩემი შვილი ხუთი თვისაა...
გადაფურცლეთ მეორე გვერდზე, განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ოჯახური ფოტო{{ArticleSplitCont}}
- როდესაც ლონდონის საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩავდივარ, იქ ყველაფერს განსხვავებულად ვაფასებ. კიდევ უფრო მწვავედ აღვიქვამ, რამდენად მნიშვნელოვანია მერქვას სრულყოფილი, პროფესიონალი ექიმი. იქიდან ყოველთვის გაორმაგებული სტიმულით და ახალი გამოცდილებით ვბრუნდები, ეს პროფესიონალური განვითარების უწყვეტი პროცესია. რაც შეეხება ჩემს შვილს, მადლობა ღმერთს, ბავშვი ჯანმრთელია და არანაირი სამედიცინო დახმარება არ სჭირდება. თუმცა აქ ექიმობას უფრო დედობრივი ინსტინქტები და ემოციები ფარავს. ბავშვის გაზრდაში ექიმი ბაბუა მეხმარება, რომელსაც კორექტივები შეაქვს და ერთად მივდივართ ხოლმე გადაწყვეტილებამდე.
- სიმართლე გითხრათ, ყოველთვის დამზოგველი ექიმი ვიყავი. მშობლებიც მეუბნებიან, ეკა ექიმო, თქვენ ბევრი წამალი არ გიყვართო. ყოველთვის პირველხარისხოვან მედიკამენტებს ვნიშნავ. იმას, რაც კონკრეტულად იმ დაავადებისთვის არის საჭირო. ვცდილობ, მინიმუმადე დავიყვანო მედიკამენტების რაოდენობა, თუმცა არ ვაკლებ იმას, რაც აუცილებელია... რაც შეეხება პაციენტებს, ალბათ კიდევ უფრო მოსიყვარულე და თბილი გავხდი ბავშვების მიმართ. ამ მხრივ არც ადრე ვიყავი გამონაკლისი. ბავშვებთან ყველაზე ადვილად ვამყარებ კონტაქტს, რადგან ყველაზე უსუსურები, მართლები, გულწრფელები და საყვარლები არიან. მოსახლეობის ეს ნაწილი ჩემში ყოველთვის განსაკუთრებულ სიყვარულს იმსახურებდა. ეს გრძნობა რომ არ მქონოდა, ალბათ ექიმი ვერც ვერასდროს გავხდებოდი. ექიმობა არასოდეს მღლის. ადამიანების დახმარება უზარმაზარ სიამოვნებას მანიჭებს და უდიდესი სტიმულია, როდესაც განმეორებით კონსულტაციაზე დედა მოდის და მეუბნება, რომ მისი შვილი უკეთესად არის, ამაზე დიდი გამარჯვება ჩემთვის არ არსებობს! ბავშვის დამშვიდებულ და მხიარულ თვალებს რომ ხედავ, ამაზე კარგი სანახავი არაფერია! სანამ ერთი ადამიანი მაინც ჩათვლის საჭიროდ, რომ მე მას ვჭირდები, მანამდე სულ ხალხის სამსახურში ვიქნები!
- ამას უფრო სწორ პასუხს ალბათ მეან-გინეკოლოგები გასცემენ. რაც შეეხება ბავშვის ჯანმრთელობას, დედის გარკვეული ასაკის შემდეგ რისკები იზრდება. თუმცა ტექნოლოგიური განვითარება მედიცინასაც შეეტყო და უამრავი ტესტი არსებობს ორსულობის პერიოდშიც, რომელიც სხვადასხვა დაავადებას პრევენციას ახდენს... ვფიქრობ, რომ დედობა ნებისმიერ ასაკში მისაღებია. პრობლემური მშობიარობისა და ახალშობილის დაბადების მხრივ, ყველა ასაკს აქვს თავისი რისკები. ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ქალი დედა არ უნდა გახდეს. პირიქით, აუცილებლად უნდა გახდეს! ყველა ქალის დანიშნულება ალბათ პირველ რიგში დედობაა, რასაკვირველია, თუ მას სურვილი აქვს. არსებობენ ქალები, რომლებისთვისაც კარიერაა მნიშვნელოვანი და დედობა მეორეხარისხოვანი... ახლახან 3 მარტი იყო და პირველი წელი იყო, როდესაც ჩემმა შვილმა – სანდრომ დედის დღე მომილოცა. ეს განსაკუთრებული ემოცია და გრძნობაა, ძალიან ახალი, ფაქიზი და ყველაზე დიდი მუხტის მომცემი.
- დედებს ვურჩევდი, საკუთარ შვილებთან მაქსიმალურად დიდი დრო გაატარონ. დედის სითბოს ვერაფერი ცვლის. ამას განსაკუთრებულად მწავავედ ჩემს სიტუაციაში აღვიქვამ. სანდრო სამი კვირის იყო, როდესაც სამსახურში გავედი და სულ მონატრების რეჟიმში ვარ. ყველა დედას ვუსურვებ პატარების ჯანმრთელობას. დაე ექიმების საჭიროება მათთვის მინიმალური იყოს და მხოლოდ პრევენციის მიზნით უწევდეთ მოსვლა. ღმერთმა ბედნიერები დედები გამყოფოთ!
მანანა გაბრიჭიძე