მე-4 სართულის კიბიდან ჩავარდნილი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა - მშობლები

მე-4 სართულის კიბიდან ჩავარდნილი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

2018-03-08 14:58:09+04:00

61-ე სკოლის პირველკლასელი მოსწავლე დღეს ჩავარდა ბიზნესცენტრ "მოზაიკის" კიბიდან 61-ე სკოლის პირველკლასელი მოსწავლე, რომელიც დღეს აღმაშენებლის გამზირზე, ბიზნესცენტრ „მოზაიკის“ კიბიდან ჩავარდა, მკურნალობას ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გადის. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კლინიკის გადაუდებელი დეპარტამენის ექიმმა თამარ ყიყიშვილმა განუცხადა.

„ბავშვის მდგომარეობა მძიმეა და საყურადღებოა. იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. კლინიკაში მოყვანისას აღენიშნებოდა ჭრილობა მარჯვენა წარბის და ლოყის არეში. ეს ორივე ჭრილობა გაკერვას საჭიროებდა. ასევე, აღენიშნებოდა შუბლის და ყვრიმალის ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა. ასევე, მარცხენა ხელის სხივის ძვლის მოტეხილობა და მუცლის ღრუს დახურული ტრამვა. პაციენტი კონტაქტურია და იგი საავადმყოფოში რამდენიმე დღე დარჩება“, – განაცხადა ექიმმა.

აღმაშენებლის გამზირზე, ბიზნესცენტრ „მოზაიკაში“ სკოლის სარვამარტო ღონისძიება უნდა ჩატარებულიყო, სადაც პირველკლასელი ბავშვი ბებიასთან ერთად იმყოფებოდა. ახლობელთა განცხადებით, ბავშვი მე-4 და მე-3 სართულის კიბის უჯრედში ჩავარდა.

ინტერპრესნიუსი