"მე სრულიად სხვანაირი ცხოვრება მაქვს!" "ძალიან დამოუკიდებელი და საქმიანი ვარ! შეხვედრებზე დავდივარ, მაქვს ბევრი კონტაქტი და ჩემი ოჯახიც ამ ყველაფერს გაგებით ეკიდება. ასე რომ, სრულიად სხვანაირი ცხოვრება მაქვს! ჩემი პიროვნებიდან გამომდინარე, ერთი დღეც ვერ შევეგუებოდი, ქეთის მდგომარეობაში რომ აღმოვჩენილიყავი!" - ამბობს მსახიობი სალომე შარვაძე, რომელიც ქეთის როლს ასრულებს ფილმში "ჩემი ცოლის დაქალები"... იგი ყველა გოგონას ურჩევს, რომ კარგი განათლება მიიღონ და მატერიალურად მყარად დადგნენ ფეხზე...
- ჩემთვის არ არის მისაღები, ასეთ მდგომარეობაში რომ ჩაიგდოს ქალმა თავი! ყველა ადამიანს აქვს იმის უფლება, რომ დამოუკიდებელი იყოს! რა თქმა უნდა, ქეთი სხვადასხვა გარემოების მსხვერპლია და მათ შორის რაღაც დოზით - ძალადობის! მე ძალიან ბევრი ქალი შემხვედრია ასეთ მდგომარეობაში. ასეთი აქტუალური თემა რომ არის, იმიტომაც წერს ჩვენი გენიოსი სცენარისტი ამ ყველაფერს. რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, იმას ასახავს ფილმი. ქეთის ტიპაჟიდან გამომდინარე ვთვლი, რომ არაფრის მსხვერპლი არ უნდა იყოს ადამიანი! შვილის ასეთ გარემოში აღზრდაც არ არის ჯანსაღი.
- ის, რომ ქალს არ შესწევს დამოუკიდებლად ცხოვრების უნარი! ამიტომაც მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ კარგი განათლება მივიღოთ, ფეხზე მყარად დავდგეთ და ვერავინ შეძლოს, თავის ჭკუაზე გვატაროს! აუცილებელია ფინანსურადაც დამოუკიდებელი იყოს ქალი! როდესაც ვინმეზე ხარ დამოკიდებული, ძალიან ცუდია! შემდეგ ბევრი რამის მოთმენა უწევთ ადამიანებს! როცა შენი თავის იმედი გაქვს, რომ ყველაფერს შეძლებ, თუნდაც მარტომ გაზარდო შვილი, ღირსეულად ცხოვრობ! აღარ გჭირდება ითმინო! ქეთის შემთხვევაში მაინც სხვა რამ ხდება: მგონია, რომ უყვარს თავისი ქმარი და იმიტომ ითმენს ამდენ რამეს...
- ბოროტი არ არის, მაგრამ უხეშია! წარამარა ღალატობს ქეთის... ამ ბოლო დროს კიდევ გამოსწოდა, სწორ გზაზეა დამდგარი, თორემ იყო შემთხვევა, როდესაც ბიკინებიც უპოვა ქეთიმ ჯიბეში... გინება, უხეშობა, დამამცირებელი დამოკიდებულება კი ისევ ახასიათებს და არ მგონია, ეს თუ ვინმესთვის არის მისაღები.
- აი, ახლა, ბოლო სერიებში, ვიღაც უცხო გოგოს რომ ეხმარება. თავს თვლის ვალდებულად, რომ დაეხმაროს. ცოლს რომ ჰქონოდა მსგავსი სიტუაცია, ალბათ უფრო მეტად ცოლზე გაბრაზდებოდა... ამას ამბობს კიდეც ქეთი, მე რომ ვყოფილიყავი მსგავს სიტუაციაში, ჩხუბს დამიწყებდი, რატომ გადაიკიდე ის კაციო...
ბაღის ბავშვს რომ ბოდიში მოახდევინა, ქეთი ალბათ მოკვდა მაგ დროს სირცხვილით. მასწავლებელს მიუვარდა და ეჩხუბებოდა, რას ჰქვია, ბავშვს პასუხი არ მოსთხოვეთო... თუმცა ძალიან ბევრი ქართველი კაცი ვიცი, ვინც მსგავს რამეებზე ეგრე რეაგირებს. აი "გრუზინებს" რომ ეძახიან...
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე და იხილეთ სალომეს ქორწინების და ოჯახური ფოტოები
{{ArticleSplitCont}}
- სრულიად განსხვავებული! მაქვს სამსახური, ძალიან დამოუკიდებელი და საქმიანი ვარ! შეხვედრებზე დავდივარ, მაქვს ბევრი კონტაქტი და ჩემი ოჯახიც ამ ყველაფერს გაგებით ეკიდება. ასე რომ, სრულიად სხვანაირი ცხოვრება მაქვს! ჩემი პიროვნებიდან გამომდინარე, ერთი დღეც ვერ შევეგუებოდი, ქეთის მდგომარეობაში რომ აღმოვჩენილიყავი! ყველაზე რთული ასატანი ის არის, რომ გრძნობ, თითქოს ნივთი ხარ. როგორც გეტყვიან, ისე იქცევი. არ ხარ დასაქმებული, წარმატებული და უყურებ, როდის მოვა სამსახურიდან შენი ქმარი, დედამთილი, მამამთილი...
- საკმაოდ მეგობრული დედა ვარ. თუმცა ზოგჯერ მკაცრიც ვარ, მინდა ჩემი შვილი ძალიან კარგი გოგო იყოს და ყველას უყვარდეს... კარგი შვილია, დამჯერი. ზოგჯერ უჭირს შეგუება, მე რომ გვიანობამდე მიწევს მუშაობა, მაგრამ გაგებით ეკიდება. მისთვის კარგი განათლების მიღება ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. ამ მხრივ თვითონაც ძალიან კარგი ბავშვია. უყვარს კითხვა, მეცადინეობა... არ მიწევს ყვირილი, არიქა იმეცადინე-თქო. ეს პასუხისმგებლობა პირველი კლასიდანვე მოჰყვება, რომ თუ გაკვეთილი არ ეცოდინება, თვითონ აგებს პასუხს! თვითონ უნდა გამოსცადოს, მოუმზადებელი რომ მივა, რა ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდება. ადამიანმა ჯობია თვითონ გამოსცადოს ყველაფერი და შეცდომებზე ისწავლოს ჭკუა... ჩემი გმირი ერთგვარი გზავნილია ქალებისთვის, თუ რა დაჩაგრული იქნება ქალი მთელი ცხოვრება, თუ დამოუკიდებელი არ იქნები! მშობლები ყოველთვის ვერ ვიქნებით შვილების გვერდით და მარტოებმაც უნდა შეძლონ, ცხოვრებისეულ სირთულეებს გაუმკლავდნენ! არასოდეს არავის იმედი არ უნდა გქონდეს, საკუთარი თავის გარდა!
მანანა გაბრიჭიძე