ჩაატარეთ ეს ტესტი და გაარკვევთ, აქვს თუ არა თქვენს შვილს "ელექტრონული ეკრანის სინდრომი" - მშობლები

ჩაატარეთ ეს ტესტი და გაარკვევთ, აქვს თუ არა თქვენს შვილს "ელექტრონული ეკრანის სინდრომი"

2018-03-14 08:05:01+04:00

რაც მეტ დადებით პასუხს გასცემთ ამ ტესტს, მით მეტად გაქვთ შეშფოთების მიზეზი ტესტი მოწოდებულია ამერიკელი ფსიქიატრის, წიგნ "გადატვირთეთ საკუთარი შვილის ტვინი"-ს ავტორის - ვიქტორ დანკლის მიერ.

რამდენი ხანი შეიძლება ბავშვებისათვის სმარტფონის, პლანშეტის ან ტელევიზორის ეკრანის ყურება?

დამოკიდებულების აღმოცენებამდე კარგა ხნით ადრე, ბავშვის მგრძნობიარე ნერვული სისტემა შესაძლოა ზედმეტად აღეგზნოს ელექტრონული მოწყობილობების ეკრანთან არც თუ ისე დიდი დროის, მაგრამ რეგულარულად ყოფნის შედეგად.

აქედან გამომდინარე ბავშვის ტვინი მუდამ ქრონიკული სტრესის მდგომარეობაშია და შუბლის წილების მოკლე ჩართვასაც კი განიცდის. ამ დროს აღმოცენებული სიმპტომები შესაძლოა სულიერი აშლილობის სიმპტომებს წააგავდეს. თუ სულიერი აშლილობა ისედაც არის, შესაძლებელია მისი გაღრმავება და გაძლიერებაც. გარდა ამისა, ყოველივე ამას სწავლაში პრობლემების შექმნაც შეუძლია.

ვიქტორ დანკლი ასეთ მდგომარეობას "ელექტრონული ეკრანის სინდრომს" უწოდებს. დაკვირვების დასაწყისში მშობლებისათვის სასურველია სინდრომის არსებობის ამოცნობა (ამაში არ იგულისხმება ისეთი აშკარა გამოვლინებები, როგორიცაა სმარტფონის, პლანშეტის ან ტელევიზორის ეკრანთან ყოფნის დაუოკებელი სურვილი). გაიარეთ ეს ტესტი და თავად მიხვდებით, გაქვთ თუ არა შეშფოთების საბაბი. გამოიყურება თუ არა თქვენი ბავშვი მუდმივად აღელვებულად? იძაბება თუ არა იგი უმნიშვნელო მიზეზის გამო? ემართება თუ არა სრულფასოვანი მრისხანების შემოტევა? გახდა თუ არა ბავშვი თავხედი და არაორგანიზებული? ღიზიანდება თუ არა, როცა ტელეფონის დადების ან კომპიუტერიდან ადგომისკენ მოუწოდებთ? შეგიმჩნევიათ თუ არა გუგების გადიდება ელ. მოწყობილობების მოხმარების შემდეგ? გაურბის თუ არა ბავშვი მხედველობით კონტაქტს ელ. მოწყობილობების მოხმარების შემდეგ? შესაძლებელია ითქვას, რომ თქვენ ბავშვს ეკრანი იზიდავს? ხდება ზოგჯერ ისე, რომ ამჩნევთ: ბავშვი ძველებურად არ აკეთებს მისთვის ჩვეულ საქმეს? ბავშვს პრობლემები აქვს მეგობრებთან დაუფიქრებელი საქციელების გამო? ღელავთ იმის გამო, რომ ბოლო ხანებში ბავშვის ინტერესმა გარე სამყაროს მიმართ იკლო და ის ახლა ძირითადად ახალი ვიდეოების ყურებით, კომპიუტერული თამაშებით და ინტერნეტითაა დაკავებული? იგრძნობა თუ არა, რომ მისი ბუნებრივი ინტერესები დაქვეითდა? ბავშვის სწავლის დონემ იკლო, მოსწრება მის პოტენციალზე ბევრად ნაკლებია და მიზეზს კი ვერავინ ხვდება? მასწავლებლები, ექიმები ვარაუდობენ, რომ ბავშვს შესაძლოა ბიპოლარული აშლილობა, დეპრესია ან ჰიპერაქტიურობის და ყურადღების დეფიციტის სინდრომი სჭირდეს და ოჯახში კი ამის მსგავსი გენეტიკური განწყობა არ არსებობს? ყველა ექიმი სხვადასხვა დიაგნოზს სვამს და როცა წამლებსაც ნიშნავენ, თქვენ რაღაცის გამო არ ეთანხმებით ამ ამბავს? თქვენს ბავშვს უკვე დასმული აქვს დიაგნოზი. მაგალითად აუტიზმი, სიმპტომები ეკრანთან გატარებული გარკვეული დროის შემდეგ ძლიერდება? დაღლილი, მაგრამ ზედმეტად აგზნებული ბავშვი ხშირად ვერ იძინებს და თუ იძინებს, მაინც გამოუძინებელი რჩება? ბავშვი არაფრისადმი არ იჩენს ინტერესს და უყურადღებოა დეტალების მიმართ? თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ ბავშვი სტრესულ მდგომარეობაშია, მაგრამ ამის მიზეზს ვერ ხედავთ? თქვენი ბავშვი დადის სკოლის ფსიქოლოგთან, მაგრამ უშედეგოდ? თქვენ ყოველთვის მოგდით უსიამოვნება ელექტრონულ ეკრანთან დაკავშირებით (შეზღუდვა, დრო, მეცადინეობა, ახალი მოწყობილობის ყიდვა და ა.შ.)? ბავშვი ყოველთვის იტყუება სმარტფონთან, კომპიუტერთან და ტელევიზორთან გატარებული დროს ხანგძლივობის შესახებ? მიაქვს მცირე ზომის მოწყობილებები ლოგინში? ბავშვს იმდენად არ უყვარს წაგება, რომ ეს ფაქტორი მის ადამიანებთან ურთიერთობაზეც მოქმედებს? ბავშვს ცოცხალ ურთიერთობებზე უფრო ქსელური ურთიერთობები მოსწონს? თქვენ ვეღარ აკონტროლებთ ბავშვის მიერ ეკრანთან გატარებული დროის ხანგძლივობას, რადგან მისი მწვავე რეაქცის გეშინიათ. დაიღალეთ თუ დანაშაულის გრძობა გაგიჩნდათ მის მიმართ? თქვენ გაურბიხართ ბავშთან ერთად ყოფნას, რადგან შიშობთ, რომ ეს არასასიამოვნო იქნება. მისდამი ნეგატიური გრძნობებმა ხომ არ დაისადგურა თქვენში? გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე და იხილეთ შედეგები

{{ArticleSplitCont}}

შედეგები

ამ ჩამონათვალიდან მონიშნეთ თქვენი ოჯახისადმი მისადაგებული კითხვები (თითო კითხვა 1 ქულა ) და რაც უფრო მეტია ქულების რაოდენობა, მით მეტია ალბათობა იმისა, რომ ეკრანთან გატარებული დრო თქვენი ბავშვის ნერვულ სისტემაზე უარყოფითად მოქმედებს. ამასთან ერთად, ქულების რაოდენობა პირდაპირპროპორციულია ბავშვის ეკრანისადმი დამოკიდებულების ჩამოყალიბების რისკის. უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა ბავშვის მიერ ეკრანთან გატარებული დროს - დიდია თუ სულაც ნაკლებია მის თანატოლებთან შედარებით.

1-5 ქულა: ეკრანის სინდრომის ჩამოყალიბების რამდენიმე რისკი არსებობს. თქვენ ბავშვს რამდენიმე პრობლემა აქვს, რომელიც შესაძლოა ელ. მოწყობილობების გამოყენებასთან იყოს დაკავშირებული. ეკრანთან გატარებული დროის შემცირების ხარჯზე შესაძლოა ნაწილობრივ გადაიჭრას სწავლის, გუნებაგანწყობის და ბავშვის ქცევის პრობლემები.

5-12 ქულა: ეკრანის სინდრომის ჩამოყალიბების ზომიერი, არც თუ ისე მაღალი რისკია. თქვენს ბავშვს უკვე მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს, რომელიც შესაძლოა არა მხოლოდ ერთ სფეროს განეკუთვნება (სკოლა, სახლი, ურთიერთობები). მეორეს მხრივ თქვენი შეშფოთება დროულია და საუკეთესო მომენტია იმისათვის, რომ ეს სინდრომი ჩანასახშივე აღკვეთოთ.

13 ქულა და მეტი: ეკრანის სინდრომის ჩამოყალიბების მაღალი რისკი. ბავშვს უკვე აქვს ელექტრონული ეკრანის სინდრომი და დამოკიდებულებაც. უამრავი ოჯახი ამ კატეგორიას განეკუთვნება.

"ბავშვისთვის სმარტფონის მიცემა, კოკაინის მიცემის ტოლფასია"

კონკრეტული პრობლემები

ჰიპერაგზნებადობა: ყველა ეს კითხვა პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულია ჰიპერაგზნებადობასთან, მაგრამ ფიზიკურ აგზნებადობასთან უშუალოდ 1-7, 10, 16-18 და 22 .

ხასიათი: 9, 11, 13, 17, და 22.

აზროვნების პროცესი და ყურადღება: 4, 11-15, 17 და 19

ქცევა და სოციალური ჩვევები: 4, 7, 10, 20, 22 და 23

მიჩვევა: 7, 9, 10, 20 ,21, 24 და 25.

დამოკიდებულება: 5, 8, 9, 11, 12, 20 ,21, 23 და 24.

არასწორი დიაგნოზი: 12-15 და 19.

რადგანაც სინდრომის სიმპტომები შესაძლოა სხვა ფსიქიური აშლილობის სიმპტომებს გავდეს ან აძლიერებდეს მას. ექიმები ხშირად ვერ არკვევენ სინდრომის არსებობას, რაც არ გამორიცხავს სხვა ფსიქიურ პრობლემებსაც, მაგრამ ფაქტობრივად ის მათ აძლიერებს.

რა არის ელექტრონული ეკრანის სინდრომი?

ელექტრონული ეკრანის სინდრომი ხასიათდება ჰიპერაგზნებადობით, სტრესის დონისა და ემოციების რეგულირების ნაკლებობით. სიმპტომები ვარირებს და შეიძლება ჰგავდეს სხვადასხვა ფსიქიკურ აშლილობას და ნევროლოგიურ დაავადებებს.

კლასიკური სახით სინდრომი გამოხატულია გაღიზიანებით, უყურადღებობით, გაფანტულობით, კონფლიქტისადმი მიდრეკილებით.

ეცადეთ შემციროთ ბავშვის მიერ ეკრანთან გატარებული დრო და ჩატარებული ტესტის მაღალი მაჩვენებლის დროს მიმართეთ ექიმს.

მოამზადა სალომე გორგოშიძემ