სანამ გოგონას დედა მშობიარობდა, მამინაცვალმა მას სასტიკად ცემა... ეს სამწუხარო ფაქტი სოჭში მოხდა.
ცოტა ხნის წინ 28 წლის მურად შახმირზაევმა პოლიციაში განაცხადა გერის - 5 წლის ვერონიკა ტრიშკინას გაუჩინარების შესახებ. ათასზე მეტი ადამიანი ჩაერთო ძებნაში და ორი დღე ეძებდნენ გოგონას, სანამ კაცმა არ აღიარა დანაშაული.
როგორც გაირკვა, მურადის ცოლი სამშობიაროში წაიყვანეს შეტევებით და კაცი მარტო დარჩა ერთ წლის ვაჟთან და 5 წლის გერთან ერთად... რამდენიმე საათში ჯერ ცოლს დაურეკა და აუწყა, რომ ბავშვი დაკარგა, მერე კი მეზობელს უთხრა, რომ გოგონა სასეირნოდ წავიდა და არ დაბრუნებულა. ვაჟი მეზობელს დაუტოვა და თავად "საძებნელად" გაეშურა.
რასაკვირველია, ბავშვის დედამ განგაში ატეხა. ჩაერთო პოლიცია და უამრავი ადამიანი ყველგან ეძებდა პატარას. ბავშვის "საძებნელად" წასული მამინაცვალი კი არსად ჩანდა. პოლიცია დააეჭვა ამ ფაქტმა. რამდენიმე დღეში შახმირზაევი ადლერის სასტუმროში იპოვეს - აფხაზეთში გადასვლას აპირებდა. დაკითხეს და მალე გაარკვიეს, რომ სწორედ მან მოკლა გოგონა.
როგორც მისი ნაამბობიდან ირკვევა, საღამოს ვაჟი დააძინა, გოგონას კი არ უნდოდა ძილი - 12 საათამდე თამაშობდა. რაღაც მომენტში გოგონამ მულტფილმის ჩართვა სთხოვა, რაზეც მურადმა უარი უთხრა - ფილსმ უყურებდა თვითონ. ვერონიკამ ისტერიკა მოაწყო. კაცმა კუთხეში დააყენა, თუმცა გოგონა უფრო ატირდა. მამინაცვლის თქმით, ის მწყობრიდან გამოვიდა, ეცა ბავშვს და მუცლისა და მკერდის არეში მიაყენა ძლიერი დარტყმები მუშტებით.
ამის მერე გოგონა დასაძინებლად დაწვა... დილას კი მამინაცვალმა აღმოაჩინა, რომ ის გარდაცვლილი იყო - სავარაუდოდ, შინაგანი სისხლჩაქცევებით და მიყენებული ტრავმების შედეგად...
მას მერე, რაც მურადი მეზობელთან მივიდა და ამცნო, რომ გოგონა დაიკარგა, პატარა ბავშვი კი დაუტოვა, შინ დაბრუნდა, გარდაცვლილი გოგონა ჩანთით წაიღო ტყეში და დამალა. მერე კი ქალაქიდან გაქცევა სცადა...
სასამართლო მალე გაიმართება და სავარაუდოდ, მას სამუდამო პატიმრობას მიუსჯიან.