არის შემთხვევები, როდესაც ორსულიც ეწევა მარიხუანას - რა მოჰყვება ამას? მარიხუანის (კანაფის) დეკრიმინალიზაციის შემდეგ არაერთი შეკითხვა შემოვიდა რედაქციაში ამ თემაზე. ამჯერად გავიგებთ, სინამდვილეში რამდენად უსაფრთხოა ის ახალშეუღლებული წყვილისთვის, რომელიც შვილის ყოლას გეგმავს, ჯანმრთელობის რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს მარიხუანას მოხმარებამ ორსულობისას? ამ თემაზე გვესაუბრება გინეკოლოგი, ნინო წიფურია:
- ფაქტია და კვლევებით დასტურდება, რომ მარიხუანის რეგულარული მოხმარება მამაკაცებში ამცირებს ტესტოსტერონის დონეს, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმისთვის. მარიხუანის ხშირმა მოხმარებამ მოზარდებში შესაძლოა გამოიწვიოს სქესობრივი ფუნქციების მოშლა. არის შემთხვევები, როდესაც სპერმატოზოიდების რაოდენობა მცირდება და იმატებს მასში ანორმალური უჯრედები. ქალბატონების შემთხვევაში მარიხუანა იმდენად მოქმედებს რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, რომ შესაძლოა გამოიწვიოს ოვულაციის დარღვევა, განაყოფიერების შესაძლებლობის შემცირება.
მარიხუანას მოხმარება ახალგაზრდებისთვის შესაძლოა წუთიერ სიამოვნებას უკავშირდებოდეს, მაგრამ აუცილებელია დავფიქრდეთ შედეგებზე, რომელსაც მარიხუანის ხშირი მოხმარება იწვევს.
თამბაქოს მოწევა ნაადრევი მშობიარობის რისკს ზრდის!
- რა თქმა უნდა, მარიხუანამ შეიძლება ძალიან ცუდი ზემოქმედება მოახდინოს ნაყოფზე ორსულობის პერიოდშიც და შემდეგაც. თუ მშობლები მარიხუანის აქტიური მომხმარებლები არიან, ახალშობილებს ხშირად აღენიშნებათ წონაში კლება, იბადებიან ნაადრევად, აღენიშნებათ ჯანმრთელობის სხვა პრობლემები და შეფერხებები განვითარებაში.
ისევე როგორც თამბაქო, ლაქტაციის პერიოდში, თუ დედა მარიხუანას მომხმარებელია, მავნე ნივთიერებები პირდაპირ გადაეცემა ჩვილს დედის რძით. ბავშვს შესაძლოა აღენიშნებოდეს გონებრივი და ფიზიკური დარღვევები.
- პირველ რიგში, მომავალ მშობლებს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეთ, რომ საკუთარი საქციელით შესაძლოა ჯანმრთელობის ძალიან სერიოზული პრობლემები შეუქმნან მომავალ შვილს. ორსულობამდე მინიმუმ 6 თვით ადრე უნდა დაიწყონ მზადება. ამ ხნის განმავლობაში კი უარი უნდა თქვან მარიხუანაზე, თამბაქოსა და ალკოჰოლზე. ადამიანებს, რომელთათვისაც ეს ცხოვრების ჩვეული წესია, უჭირთ ამ ყველაფერზე თქვან უარი, ამიტომ ჯობს გააცნობიერონ, თუ როგორი სერიოზული ზიანი შეუძლიათ მიაყენონ არა მარტო საკუთარ თავს, არამდენ საკუთარ შვილსაც.
სალომე გორგოშიძე