"ავტომანქანა, რომელშიც ხუთი გოგო იჯდა, ბოძს შეეჯახა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ოფიციალური სტატისტიკით, ოთხი მსხვერპლით დასრულებული ავტოსაგაზაო შემთხვევა, გარდაცვლილია 6 ადამიანი, მათგან ორი არასრულწლოვანი.
წყალტუბო-ქუთაისის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავარიას ქუთაისის მესამე საჯარო სკოლის მე-11 კლასელი ქეთი აფრიდონიძე შეეწირა. მათან ერთად კი მძიმედ დაშავდა იმავე ავტომანქანაში მჯდომი მისივე ოთხი თანატოლი გოგონა.
"ავტომანქანა, რომელშიც ხუთი გოგო იჯდა, ბოძს შეეჯახა. ამ შეჯახებას ქეთი უკვე შეეწირა, დანარჩენები კი მძიმედ არიან. ავტომანქანის საჭესთანაც იჯდა გოგონა, რომელმაც მანქანის ტარება წესიერად არც კი იცოდა! ჰოდა, კარგად მომისმინეთ: ვინც მანქანის ტარება არ იცით, საჭესთან ნუ
დაჯდებით და ხალხს ნუ შეიწირავთ, აწი მაინც!" - დაწერა სოციალურ ქსელში ქეთის ერთ-ერთმა მეგობარმა.
- ქეთი უკარგესი, ტკბილი და ჩუმი გოგო იყო, მოსიყვარულე და დამჯერი შვილი. როგორც ირკვევა, ავტომანქანაში ოთხ მის თანატოლ, არასრულწლოვან გოგონასთან ერთად იჯდა, რომელსაც ასევე არასრულწლოვანი მძღოლი მართავდა.
ქეთის ბებია ამბობს, კერძი გავუცხელე, ისადილე; მერე კი დამიძახა, - ბებო, ცოტახანს ქუჩაში გავალ, მზესუმზირას ვიყიდი და შემოვალო; ძალიან რომ დააგვიანდა, ძებნა დავიწყე და თურმე ამ დროს უკვე გარდაცვლილი მყოლიაო. განაგრძეთ კითხვა