დღეს ბევრი ბავშვი ხშირად მეტისმეტად არის განებივრებული სათამაშოებით ყველაფერი შედარებითია. დღეს ბევრი ბავშვი ხშირად მეტისმეტად არის განებივრებული სათამაშოებით – მადლობა ამისთვის სავსე და მრავალფეროვან ბაზარს და მშრომელ ჩინელებს. როგორ იოლადაც ხვდება სათამაშოები პატარების ხელში, ისევე იოლად ფუჭდება, ტყდება და ქრება არეალიდან. მერე ისევ ხელახლა იწყება: "მიყიდეეე!"
თუმცა, კარგი იქნება, ხანდახან ისეთ ბავშვებს, რომლებიც არ აფასებენ მშობლების ნაშრომ-ნაღვაწს, არ ენანებათ მათ სათამაშოებში გადახდილი თანხები და იოლად ტეხავენ თუ იბეზრებენ, აჩვენოთ პატარები, რომლებსაც ელემენტარული სათამაშო ენატრებათ. თქვენ წინაშე აფრიკელი ბავშვები არიან, რომლებიც რაც ხელთ მოხვდებათ, იმით თამაშობენ – პენოპლასტის ნაჭერი თუ ძველი მაგნიტოფონის კასეტა მათთვის ნამდვილი განძია.