მსახიობი გიორგი ბოჭორიშვილი ფართო საზოგადოებამ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" გაიცნო.
მსახიობი გიორგი ბოჭორიშვილი ფართო საზოგადოებამ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" გაიცნო. მართალია, მისი გმირი ზაზა ხანდახან მაყურებლის (განსაკუთრებით ქალების) გაღიზიანებას იწვევს, მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ მისი ფრაზები, ქცევა ქართული რელობისთვის დამახასიათებელია. რაც დრო გადის, "ზაზა" უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს, შესაბამისად ინტერესი მისი რეალური ცხოვრების მიმართაც იზრდება.
გიორგი დაქორწინებული გახლდათ მსახიობ ეკა დემეტრაძეზე, იყო პერიოდი, როცა წყვილი სერიალში ერთადაც თამაშობდა. თითქოს მათი თანაცხოვრებაც არ უნდა ყოფილიყო პრობლემებით სავსე. მაგრამ 10-წლიანი ოჯახური ცხოვრების შემდეგ გიორგი და ეკა ერთმანეთს დაშორდნენ. დიდი ხნის განმავლობაში ამ თემაზე საუბარს ორივე ერიდებოდა, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ თავად გიორგიმ გაასაჯაროა მეუღლესთან დაშორების ამბავი და ისიც აღნიშნა, რომ ახალი რჩეული ჰყავდა.
გოგონა, რომლესაც გიორგიმ ცხოვრება დაუკავშირა, თაკო ვალიშვილია. წყვილს უკვე უსაყვარლესი ქალიშვილი ანუნა ჰყავს.
ეკას და გიორგისაც ჰყავთ საერთო შვილი თომა. როგორც ჩანს, მშობლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დედმამიშვილებს კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ, ამის ამსახველი ფოტოებს გიორგი ხშირად აქვეყნებს ხოლმე. დღეს დილით კი, მამიკომ პატარა ანუნას ისეთი ფოტოები გაასაჯაროვა, რომელიც მნახველს გულგრილს ნამდვილად არ დატოვებს. მეტიც, თავადვე დაწერა, რომ სათაურის გაკეთება მიჭრისო.
თეკლა ჟვანია