თანაც აქციით ისარგებლებთ და ჩვეულებრივზე ნაკლებს გადაიხდით დღეს ბავშვის დაბადების დღეს სახლში თითქმის აღარავინ აღნიშნავს. პატარ-პატარა ბავშვური დღესასწაულების ლოკაციებმაც გასართობ ცენტრებში გადაინაცვლა. ყველა ცდილობს, ბავშვური ჟრიამულისთვის რაც შეიძლება შესაფერის სივრცე შეარჩიოს და ამისთვის საკმაოდ ბევრ ვარიანტს შორის უწევთ არჩევანის გაკეთება.
რა უპირატესობა აქვს დაბადების დღის ცენტრს?
• შეუზღუდავი რაოდენობით შეგიძლიათ ბავშვების დაპატიჟება, ადგილის პრობლემა არ არის.
• ბავშვები გაცილებით უსაფრთხოდ არიან, როცა საერთო გუნდურ თამაშში არიან ჩართული და მას უფროსი ადამიანი (ანიმატორი) მართავს
• წინასწარ, ბავშვის გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ შეარჩიოთ პროგრამა
• ძალიან ბევრ ადამიანს უმასპინძლდებით ისე, რომ ძალისხმევას და დიდ ენერგიას არ ხარჯავთ.
როცა გასართობ ცენტრში ვიზიტს ბევრს ბავშვთან ერთად, თუნდაც დაბადების დღის აღსანიშნავად გეგმავთ, გინდათ, რომ ბედნიერად და გამორჩეულად იგრძნოს თავი არამარტო იუბილარმა, არამედ თითოეულმა მისმა სტუმარმა. დღეს საბავშვო გასართობი ცენტრების საკმაოდ დიდი არჩევანია, თუმცა ყველა ხარისხიანი არ არის და საუკეთესოს შერჩევა ადვილი არ არის. სტუდია "ბასტი ბუბუს" სახელი კი ყოველთვის ასოცირდება მაღალ ხარისხთან. ამ სტუდიის დაბადების დღის ცენტრი "დაბიდუბიც" დაუვიწყარ დღესასწაულს სთავაზობს იუბილარებს.
თუ ძალიან ხალისიანი, კარგად ორგანიზებული და ზღაპრული დაბადების დღის გადახდა გსურთ, თანაც აქციით ისარგებლებთ და ჩვეულებრივზე ნაკლებს გადაიხდით, აუცილებლად დაგაინტერესებთ ეს შეთავაზება.
ბასტი ბუბუს დაბადების დღის ცენტრის სპეციალური აქციის პირობებს გაეცანით აქ.