ვინ არის მოკლული თაკო გამრეკელაშვილის მეუღლე და რას წერენ გოგონაზე მისი ახლობლები 25 წლის თაკო გამრეკელაშვილის სადისტურმა მკვლელობამ სრულიად საქართველო შეძრა. გოგონას, მისი ოჯახის და სავარაუდო მკვლელის გარშემო უამრავი ინფორმაცია ვრცელდება. ბრალდებულს უკვე შეეფარდა პატიმრობა, გოგონას კი ახლობელ-მეგობრები იხსენებენ და ასევე საუბრობენ მის მეუღლეზე ირაკლი აბულაძეზე, რომელიც ამჟამად უცხოეთშია.
თამუნა ირემაშვილი: "როგორი სევდიანი თვალები გაქ ყველა სურათში..არცერთი გაღიმება... ყველაზე დიდი ტკივილი ხარ ჩემთვის, რაც კი ცხოვრებაში განმიცდია... მოუნელებელი ტკივილი იქნები ჩემთვის... როგორ უნდა დაგივიწყო, ეგ არასდროს მიფიქრია..."
ქეთი ჭალისური: "ვზივარ და ვკითხულობ.... რამდენი გეგმა და რამდენი იდეა გვქონდა... ჩემო კალმით ნახატო თამარა... ყველაფერი თავდაყირა დადგა... ალბათ ერთი-ორი თვე კიდევ მეყოფა ამდენი წლის ნაგროვები მიმოწერის წაკითხვისთვის... მაგრამ რა ვქნა, უკვე ყოველი შენი სიტყვა ძვირფასია..."
ია გულიაშვილი: „25-ის ათვლა ვერ მოასწრო გოგომ, სექტემბერი უმისოდ მოვა. ვერც სიცოცხლე მოიბეზრა, მისი სიყვარული არ აცალეს. მალე მიწის გულში გადაინაცვლებს - განაჩენი ასეთი გამოუტანა არაკაცმა!
ულამაზესია. ბიჭი შეუყვარდა. მასაც, გაგიჟებით. ჯერ ერთი ვაჟი გაჩნდა, მერე - მეორე, სიყვარულის ნაყოფად. აღზრდის ტვირთი მარტოს დააწვა. ბიჭი საბერძნეთშია. ოჯახში ელიან, არ იციან, შეძლებს თუ არა ძვირფასს საბოლოოდ დაუკოცნოს გაყინული მკლავები.
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
ქალად იქცა თუ არა, ღირებულებები დათვალა. სწავლა მოისურვა, ძალები მოსინჯა. ბიზნესმა გაიტაცა. ოჯახმა ვალი აიღო, ორი თვის გადასახადიღა დარჩა...
დედამ და მამამ გზები გაიყვეს. მამას უკვე შვილებიც ყავს. დედა სხვა კაცზე გათხოვდა, მაგრამ მოძალადე მალე მიატოვა. გოგომ დედის დაცვა სცადა. მას არჩევანიც დაუწუნა. შურისძიების ობიექტად სწორედ თვითონ იქცა.
უთვალთვალა, ულამაზესი ყელი გამოღადრა და სისხლით გაბერილმა მძორმა შვებით ამოისუნთქა. დასჯილი დედა შვილს გლოვობს. სიყვარულის ორი ნაყოფი, პატრონს ეძებს და მის უკან დაბრუნებას ელის. არ იციან, რომ თვალებში ჩამდგარმა მტაცებელმა გოგოს თავი სამუდამოდ წაართვათ.
ბოლო გასავლელი გზა ზეგ უნდა ყოფილიყო. მაგრამ, ზეგის ზეგ გადაწყდა. რა ქნან, უჭირს ოჯახს.
გოგო დედისეულ სოფელს ორი დღის წინ დაუბრუნეს. იქ, სადაც ცა სამუდამოდ ჩამოწვა“...