ბავშვებისგანაც ვგრძნობ დიდ სიყვარულს და გვერდში დგომას საზოგადოებრივ არხზე ახალმა საბავშვო კონკურსმა "რანინამ" და მისმა მონაწილე ნიჭიერმა ბავშვებმა მაყურებლის ყურადღება რა ხანია მიიპყრეს. კონკურსის გამარჯვებული საბავშვო ევროვიზიაზე გაემგზავრება.
12 წლის დავით ქიმერიძე „რანინას“ ერთ-ერთი პოპულარული მონაწილეა, რომელიც განსაკუთრებული ვოკალური მონაცემებით გამოირჩევა და ჟიურის მხრიდან ყოველთვის მაღალ შეფასებებს იღებს. დავითმა სიმღერა სამი წლის ასაკში დაიწყო, მისი მომავალი გეგმებიც სწორეს სიმღერას უკავშირდება.
- ვცხოვრობ ქალაქ რუსთავში, ჩემს მშობლებთან და დასთან ერთად. ჩემი ჰობი ,,ბითმეიქერობაა“. სახლში ,,ჰოუმსტუდია” მაქვს და თავისუფალ დროს ამით ვერთობი. სიმღერის გარდა მიყვარს ფეხბურთი.
- სამი წლიდან ვმღერი. როცა ხუთი წლის ვიყავი, გადაცემა ,,თავდაყირაში” გავაგზავნეთ ვიდეო ჩემი შესრულებით და ვიდეოჩემპიონი გავხდი. ცხრა წლის ასაკში მშობლებმა შემიყვანეს ფოლკლორის სკოლაში, საგუნდო განყოფილებაზე. ჩემი ვოკალის პედაგოგის ანა ჭიპაშვილის წყალობით მოვხვდი საერთაშორისო ფესტივალ ,,მზე ხელის გულზე”, სადაც მოვიგე გრან-პრი.
- „რანინა“ არის საოცარი პროექტი, რომელმაც ბავშვებს მოგვეცა საშუალება გვემღერა ცნობილ მომღერლებთან, ბენდებთან და ორკესტრთან ერთად. იქ მოხვედრა ჩემი ვოკალის მასწავლებლის იდეა იყო. გავიარეთ ორი შესარჩევი ტური, რის შედეგადაც აღმოვჩნდი საუკეთესო ათეულში.
- გვაქვს ყოველდღიური რეპეტიციები და გამოსვლისთვის მთელი შემართებით ვმეცადინეობთ.
იხილეთ დავითის და ნიაზ დიასამიძის საოცარი დუეტი
დავით ქიმერიძის და ნიაზ დიასამიძის საოცარი დუეტი
- ზოგჯერ მიწევს სკოლის გაცდენა, მაგრამ პედაგოგებიც და სკოლაც გვერდში მიდგას. ბავშვებისგანაც ვგრძნობ დიდ სიყვარულს და გვერდში დგომას.
- ჩემი ოჯახი. ყოველთვის ვითვალისწინებ მათ რჩევას, რადგან ისინიც მუსიკოსები არიან.
- ჩემი ოცნებაა მოგზაურობა და საკუთარი ბენდის ყოლა. მინდა გავხდე შემოქმედებითი მუსიკოსი, ვფლობდე სხვადასხვა ინსტრუმენტს და მქონდეს საკუთარი სტუდია.
მერი ბლიაძე