2 მაისს, ჭავჭავაძის #7-ში, მდებარე "ბიბლუსი გალერეა" ფსიქოთერაპიისა და კონსულტაციის სახლის "დიალოგის" წარმომადგენელს, ფსიქოლოგს, ფსიქოთერაპევტს და გეშტალტთერაპევტს ქეთი მესხიშვილს უმასპინძლებს. 2 მაისს, ჭავჭავაძის #7-ში, მდებარე "ბიბლუსი გალერეა" ფსიქოთერაპიისა და კონსულტაციის სახლის "დიალოგის" წარმომადგენელს, ფსიქოლოგს, ფსიქოთერაპევტს და გეშტალტთერაპევტს ქეთი მესხიშვილს უმასპინძლებს. ღონისძიების მთავარი თემა მშობლისა და შვილის ურთიერთობა იქნება.
"ბავშვის აღზრდა ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეა. სწორედ აღზრდაზეა დამოკიდებული, როგორ პიროვნებად ჩამოყალიბდება ბავშვი, რა ინტერესები ექნება და როგორ გზას აირჩევს ცხოვრებაში. "ბიბლუსი გალერეაში" გამართული შეხვედრის შემდეგ, მშობლები გახდებიან, კიდევ უფრო მეტად თავდაჯერებულები შვილებთან ურთიერთობისას და მიიღებენ პასუხებს შეკითხვებზე, რომლებიც ბავშვებთან ყოველდღიური ურთიერთობისას უჩნდებათ. თუ გაინტერესებთ, როგორ აღმოფხვრათ ბავშვების ჭირვეული ქცევა, ინტერესი გაუჩინოთ სხვადასხვა აქტივობების მიმართ და დაამყაროთ მათთან მეგობრული ურთიერთობა, შეხვედრას აუცილებლად უნდა დაესწროთ", - აცხადებს "დიალოგის" წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, 2 მაისს, ჭავაჭავაძის #7-ში დაგეგმილი შეხვედრა, ფსიქოთერაპიისა და კონსულტაციის სახლის "დიალოგისა" და წიგნის მაღაზიათა ქსელის "ბიბლუსის" ორგანიზებით ეწყობა. ღონისძიება, რომელიც 19:00-ზე დაიწყება, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართება. ფსიქოლოგი ბავშვებთან ურთიერთობის კონკრეტრულ შემთხვევებს განიხილავს, უპასუხებს სტუმრების შეკითხვებს. მშობლებს კი ბავშვებთან ურთიერთობის პრაქტიკულ რჩევებს მისცემს.