ძვირფასო ბერტა, სულ უფრო იშვიათად ვწმენდ მტვერს და მეტს ვკითხულობ... ზოგიერთისთვის ცხოვრება რბოლაა - რბოლა კარიერისთვის, იდეალური ფიგურისთვის, სეილებისთვის. გამონახეთ დრო და უთხარით საკუთარ თავს: "რა ლამაზი ვარ!" 83 წლის ქალმა მეგობარს წერილი მისწერა. ის ბევრისთვის იქნება დასაფიქრებელი...
"ძვირფასო ბერტა, სულ უფრო იშვიათად ვწმენდ მტვერს და მეტს ვკითხულობ. ვტკბები ეზოში ამოსული ყვავილებით და არ ვამჩნევ სარეველებს. მეტ დროს ვატარებ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად და ნაკლებს - მუშაობაში.
ვხვდები, რომ ცხოვრებით უნდა დავტკბე, დავაფასო ის, რაც მაქვს. საკუთარ თავზე ეკონომიას აღარ ვაკეთებ. ყოველდღიურად მივირთმევ ძვირფასი სერვიზებიდან, რომლებსაც ადრე განსაკუთრებული შემთხვევებისთვის
ვინახავდი. მხოლოდ ლამაზ სამოსს ვყიდულობ, რომელშიც წარმატებული გამოვჩნდები და ასე უფრო მიადვილდება ფულთან განშორება.
სუნამოს მხოლოდ დღესასწაულებზე კი არა, იმ შემთხვევაშიც ვისხამ, თუ ბანკში მივდივარ ან პოლიკლინიკაში. აღარ ვამბობ "როდისმე", ვამბობ - "ამ დღეებში". თუ რამის ნახვა, წაკითხვა ან გაკეთება მსურს, ახლავე ვაკეთებ.