"უმეტესობას აქაც არ უმართლებთ და გაუსაძლის ოჯახებში ხვდებიან. ამ გზას ჯოჯოხეთი ჰქვია" - 46 წლის თეა ნიკოლეიშვილი მარტოხელა დედა იყო და იტალიაში მუშაობდა სამწუხარო ამბავს ავრცელებენ დღეს ქართველი ემიგრანტები. 46 წლის თეა ნიკოლეიშვილმა იტალიაში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თეა მარტოხელა დედა იყო - ერთი ქალიშვილი დარჩა, 19 წლის.
როგორც ამბობენ, მას სტრესს ვერ გაუძლო და ასე დაასრულა სიცოცხლე. გთავაზობთ რამდენიმე ემიგრანტის კომენტარს:
"დღეს იტალიის ქალაქ მარტინა ფრანკაში, სადაც ამჟამად ვიმყოფები, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ქართველმა ემიგრანტმა, თეა ნიკოლეიშვილმა. უზომოდ ვწუხვარ. ყველა შოკში ვართ”...
"რატომ, თეა, რატომ? ნუთუ გვერდით ისეთი არავინ გყავდა, ამ განსაცდელში რომ დაგეხმარებოდა? თუმცა მეც ასე ვარ, მე ყველასთვის ვარ და მე რომ მიჭირს, ისევ ჩემგან ელიან დახმარებას. რა ვიცი, რატომ, არც ისეთი მაგარი ვარ, მაგრამ მაინც მარტო მიწევს სირთულეების გადალახვა... ღმერთმა სასუფეველი დაგიმკვიდროს".
"უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი. რამდენი ტკივილი ჰქონია... გვერდზეც შემართებული დამრიგებელი გულშემატკივარი არ ჰყავდა, რომ აეღო ხელი ამ ცოდვაზე. მე დღესაც სტრესის ქვეშ ვარ, ლოთივიც ვცახცახებ. ყველას არ აქვს ძლიერი ფსიქიკა, უმეტესობას აქაც არ უმართლებთ და გაუსაძლის ოჯახებში ხვდებიან. ამ გზას ჯოჯოხეთი ჰქვია".
"ძალიან ძნელია ემიგრანტის ცხოვრება .ხშირად უნდა გახვიდეთ ასეთ ადამიანებთან და ცხოვრება სულ ელემენტალურით გაუხალისოთ"...
"კიდევ ერთი ულამაზესი ქართველი ემიგრანტ, რომელმაც სტრესის გამო სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა..."