ნანიკომ ავარიის გამო დაკარგა მეორე შვილი... სტეფანე ადრე დაობლდა... გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს X ფაქტორის მენტორებზე.
ნანიკო ხაზარაძე
1. ნანიკოს ყველანაირი ვალდებულებისგან თავისუფალი ურთიერთობა ჰქონდა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორ გიორგი კეკელიძესთან. წყვილი ერთად არსად არ დადიოდა, საერთო სურათიც კი არ ჰქონდათ. "რეიტინგში" მიცემულ ინტერვიუში გიორგი კეკელიძემ თქვა, რომ მას და ნანიკოს არ ჰქონდათ ისეთი სერიოზული ურთიერთობა, რომ მისი მშობლებიც ჩარეულიყვნენ მათი სიყვარულის ამბავში. გარდა ამისა, გიორგიმ ნანიკოსთან ურთიერთობის დროს გამოსცა წიგნი, რომელიც ყოფილ შეყვარებულს მიუძღვნა.
2. ნანიკომ ავარიის გამო დაკარგა მეორე შვილი. მან არც კი იცოდა, რომ 7 კვირის ორსული იყო, როცა ჭავჭავაძეზე ავარიაში მოყვა. როგორც თავად ამბობს, ყოველთვის უნდოდა ჰყოლოდა კიდევ ერთი შვილი, თუმცა ნანიკოს ექიმებმა უთხრეს, რომ ბავშვის დაბადება არ შეიძლებოდა. "ყველა ექიმი შეთანხმდა, რომ ეს ბავშვი ვერ გაჩნდებოდა, რადგან ჩემი ორგანიზმი ამას ვერ აიტანდა, აბორტსაც ვერ ვიკეთებდი, იმიტომ, რომ მენჯები იყო დალეწილი. 5 თვეს გადაცდენილი ვიყავი, კარგი დიდი ორსული ვიყავი, როცა ტრავმატოლოგებმა მომცეს აბორტის გაკეთების ნებართვა. მოკლედ, ვერ გავაჩინე შვილი, რომელიც ძალიან მინდოდა…"
3. ნანიკოს კატებისადმი განსაკუთრებული სიყვარულიც სწორედ ჭავჭავაძეზე მომხდარ ავარიასთანაა კავშირში. თურმე, ექიმებს მისი მოტეხილობების მდებარეობასთან დაკავშირებით შეცდომა დაუშვიათ, ამის მიხვედრაში ტელეწამყვანს შინაური ცხოველი დაეხმარა, რომელიც არ შორდებოდა იმ ადგილიდან, რომელზეც სინამდვილეში უნდა გაემახვილებინათ ყურადღება ექიმებს.
დათო ევგენიძის 4 შვილი და ექვსი შვილიშვილი - საოჯახო ალბომი (ფოტოები)
სტეფანე
1. მშობლები ღრმა ბავშვობაში გარდაეცვალა, ის ოჯახის ტრაგედიაზე მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ლაპარაკობს. ერთხელ, მომღერალმა დედამისის 48-ე დაბადების დღეზე ემოციური განცხადება გააკეთა:
"დღეს დედაჩემის დაბადების დღეა. 48 წელი შეუსრულდა და ახალგაზრდა დარჩა სამუდამოდ ჩემს მეხსიერებაში. ერთი ნაოჭიც არ ჰქონია. უკვე 18 წელი გავიდა რაც არ არის აქ და პირველად ვულოცავ ასე ღიად (ისედაც ყურადღებით დიდად არ ვანებივრებდი). საქართველოში არ ვარ, რომ ოჯახთან ერთად ავღნიშნო და არც ფოტო არ მაქვს თან ... მთავარი კი ის სიტყვები მახსენდება მისგან, როცა ვაბრაზებდი: "სანამ დედა გყავს, არ დაბერდები" ხო და ნაადრევად კი დავბერდი.
(უცნაურია, როცა ჯანმრთელი ადამიანები უცებ გვტოვებენ და ამისთვის მზად არ ვართ)."
2. სტეფანემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ერთი შვილი ნახევრად აყვანილი ჰყავს.
"ყველაზე მაგარი, რაც შეიძლება ადამიანს დაემართოს, შვილია...
ვისაც ვერ გყავთ, აიყვანეთ... ჩადექით რიგში... მაინც მაგაზე მაგარს ცხოვრებაში ვერაფერს გააკეთებთ. მეც მყავს ერთი ნახევრად აყვანილი და მაგარია (ნუ ჩამეკითხებით) ესეთი სენტიმენტალური ვარ, როცა შორს ვარ, ამიტომ იმედია გამიგებთ...", - წერს სტეფანე. განაგრძეთ კითხვა