მისი გამოცვლა ძალიან მარტივია და ბავშვი ნებისმიერ მდგომარეობაში შეიძლება იყოს, თანაც, მრავალჯერადია სანჯიტა მუტუ ახალი, ბევრის მიერ რევოლუციურად აღიარებული გამოგონების ავტორია. მრავალჯერადი საფენის გამოცვლა ცალი ხელით შეიძლება, თან ისე, რომ ბავშვი ნებისმიერ მდგომარეობაში შეიძლება იყოს და ხანდახან, შეიძლება ვერც კი გაიგოს გამოცვლის პროცესი.
ყველა მშობლისთვის ნაცნობია სიტუაცია, როგორი ძნელია აქტიური ბავშვისთვის საფენის გამოცვლა, განსაკუთრებით, როცა თამაშობს - გარბის, გეწინააღმდეგებათ, არ უნდა დაწოლა, გამოსაცვლელად და ასე შემდეგ. სანჯიტა ამ პრობლემას თავის შვილთან შეეჩეხა და თავში მოუვიდა იდეა. მან საფენი ორ ნაწილად დააცალკევა - ელასტიურ ქამრად, რომელსაც ფხრიწები აქვს და ბავშვის წელზე მაგრდება. და ცვლად ერთჯერად ქვედა ნაწილად, რომელიც ეწებება ქამარს ასევე ფხრიწების მეშვეობით. როცა ქვედა ნაწილის გამოცვლის დროა, იმას უბრალოდ აძრობს ქამრიდან და უცებ ცვლის ქვედა ნაწილს. თუ ქამარი დაისვრება, მისი გამოცვლაც შეიძლება, ოღონდ, ის გრჩებათ - გარეცხავთ და შემდეგ ჯერზე გამოიყენებთ.
ეს გამოგონება ბევრად ამარტივებს მშობლის საქმეს. ჯერჯერობით იდეა არ არის მასობრივად რეალიზებული, სანჯიტა ფულს აგროვებს, რომ წამოიწყოს საფენების მასობრივად წარმოება.
ერთი დედის რევოლუციური გამოგონება - საფენები მოუსვენარი ბავშვებისთვის