"ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგა და სისტემას არ ადემორჩილა"
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე მოსამართლე ეკა არეშიძეს დღევანდელი გადაწყვეტილების გამო მადლობას უხდის. სარალიძის თქმით, ეკა არეშიძე სისტემას არ დაემორჩილა და ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგა.
რა არის ცნობილი მოსამართლე ეკა არეშიძეზე, რომელმაც არასრულწლოვნების საქმეზე განაჩენი გამოიტანა
"დღეს, კიდევ მინდა მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ეკა არეშიძეს, რომელმაც ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგა და სისტემას არ ადემორჩილა. სანამ სისტემა არ დაინგრევა და ყველა პასუხისგებაში არ მიეცემა, მანამდე ვიდგები რუსთაველის გამზირზე", - განაცხადა სარალიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების მიმართ ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. მოსამართლე ეკა არეშიძის გადაწყვეტილებით, გ.ბ, რომელსაც ბრალი, როგორც ლევან დადუნაშვილის ასევე დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ედებოდა, მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში იქნა დამნაშავედ ცნობილი. რაც შეეხება დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდს, სასამართლომ გ.ბ. ამ ნაწილში სრულად გაამართლა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, რომელსაც პროკურატურა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, სასამართლომ გ.ჯ.-ს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. გამოტანილი განაჩენიდან გამომდინარე, ბრალდებულებთან მიმართებაში სასამართლო სასჯელის ვადას და ზომას ხვალ განსაზღვრავს.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
"ინტერპრესნიუსი"