თამუნა მუსერიძე და სანდრო მიკუჩაძე მეორე შვილის მშობლები გახდნენ - მშობლები

თამუნა მუსერიძე და სანდრო მიკუჩაძე მეორე შვილის მშობლები გახდნენ

2018-06-01 07:41:17+04:00

იხილეთ პატარა მარიანას პირველი ფოტოები დღეს დილით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, თამუნა მუსერიძის და სანდრო მიკუჩაძის პირველი საერთო შვილი დაიბადა. პატარა, რომლის ამ ქვეყნად მოვლენასაც სულმოუთქმელად ელოდნენ, საკეისრო კვეთით გაჩნდა, გოგონას მარიანა დაარქვეს. სამშობიარო ცრუ განგაში წყვილმა რამდენჯერმა გამოსცადა, მიდიოდენენ სამშობიაროში, მაგრამ უკან ბრუნდებდნენ.

გუშინ, ჯერ კიდევ ორსულმა თამუნამ ფოტო გამოაქვეყნა და მიაწერა - „ბოლო ღამე მუცლით“.

ამ წუთას კი უკვე ორი შვილის დედაა. თამუნას მუსიკოს გურამ მაკალათიასთან (გუფი) ბიჭი ჰყავს, სანდროს კი პირველი ქორწინებიდან - გოგონა. გახარებულ მამას პატარა დაბადების პირველ წუთებშივე გულზე დააწვინეს. ეს მნიშვნელოვანი მომენტი მაშინვე აღბეჭდეს და სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებას გაუზიარეს.

mshoblebi

mshoblebi

თეკლა ჟვანია