შვილის საოცარი ძეგლი - ხელოვნებაში გადატანილი მამის მწუხარება - მშობლები

შვილის საოცარი ძეგლი - ხელოვნებაში გადატანილი მამის მწუხარება

2014-09-04 18:59:37+04:00

მისი შვილი მეთიუ დაბადებიდან დამბლადაცემული იყო როცა მშობლები შვილს კარგავენ, მათი ნუგეშისცემა შეუძლებელია. ამ მამამ კი თავისი მწუხარება ხელოვნებაში გადაიტანა.

მას ძალიან გაუჭირდა 11 წლის ვაჟის სიკვდილთან შეგუება. ამიტომ გადაწყვიტა, ბავშვის საფლავი გამორჩეულად მეტყველი გაეხადა, რათა ყველას გაეგო, რამხელა სიხარული მოჰქონდა ბიჭუნას მისთვის.

ბავშვი ვერ დადიოდა. მამამ კი იგი ბიჭის ქანდაკებად გამოსახა, რომელიც ეტლიდან დგება და ცისკენ მიდის.

მისი შვილი მეთიუ დაბადებიდან დამბლადაცემული იყო, რაც მშობიარობის დრს ჟანგბადის ნაკლებობამ გამოიწვია. სრულად პარალიზებული იყო, ვერ ხედავდა და სულ რამდენიმე სიტყვის თქმა შეეძლო. მშობლებისთვის ძალიან მძიმე იყო შვილის ასეთ მდგომარეობაში ხილვა, თუმცა მისი სიცოცხლე მაინც ბედნიერებას ანიჭებდათ. ეს განსაკუთრებით ბავშვის სიკვდილის მერე იგრძნეს.

mshoblebi

მეთიუს ქანდაკება საფლავის ქვაზე განათავსეს. დღეს ის იმ ბავშვების სიმბოლოა, რომლებიც ყოველდღიურად ებრძვიან თავიანთ ფიზიკურ ნაკლს.