სექმნილი სიტუაციის გამო დედაქალაქში მოსახლეობისთვის ტრანსპორტით გადაადგილება გართულებულია. მეტროს მემანქანეების გაფიცვის გამო მოქალაქეები ავტობუსებითა და სამარშრუტო ტაქსებით გადაადგილებას ცდილობენ, თუმცა გადატვირთულობის გამო ტრანსპორტი რიგ გაჩერებებზე არ აჩერებს.
აღსანიშნავია, რომ ავტობუსებით გადაადგილება უფასოა.
შეგახსენებთ, რომ მემანქანეების გაფიცვის გამო ყველა მეტროსადგური დაკეტილია. მეტროსადგურში ჩასულ მგზავრებს შემდეგი შინაარსის წარწერა დახვდათ: „მეტრო დაკეტილია, ისარგებლეთ ავტობუსებით. ავტობუსები მოგემსახურებათ უფასოდ!“
მემანქანეები გუშინ გაიფიცნენ. ისინი გლდანის დეპოში არიან შეკრებილი. მემანქანეები აცხადებენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მემანქანეები ხელფასების მომატებას ითხოვენ.
დედაქალაქის მერი მემანქანეთა გაფიცვას საკუტარი მოქალქეების მიმართ შანტაჟად აფასებს და აცხადებს, რომ მათი ხელფასი სხვა არანაკლები რისკის შემცველი პროფესიების წარმომადგენლებზე უფრო მაღალია.
ვფიქრობ, მოსახლეობას აქვს უფლება იცოდეს რა ხდებოდა მოლაპარაკებების პროცესში - საკუთარი შრომითი უფლებების ეგრეთ წოდებული დამცველები მიგვითითებდნენ, გვიყენებდნენ პირობას, რომ მათი ხელფასების 45%-იანი ზრდა მომხდარიყო მეტროთი მგზავრობის საფასურის ზრდის ხარჯზე. ჩვენთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია. კატეგორიულად მიუღებელია სოციალური დახმარებების ანუ სუბსიდირების ან თუნდაც ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოების ხარჯზე.
მემანქანეთა მოთხოვნა მათი სახელფასო სარგოს 45%-იან ზრდასთან დაკავშირებით, ნიშნავს მეტროს საფასურის ავტომატურ ზრდას;
მემანქანეთა ხელფასები, რომელიც დარიცხვით შეადგენს 1400-1800 ლარს (ხელზე აღებით დაახლოებით 1000-1400 ლარს) შეადგენს.