რომელი ჰორმონის გამოყოფას უწყობს ხელს "ძილის სათვალე" - ამიტომ არის ის პოპულარული საზღვარგარეთ - მშობლები

რომელი ჰორმონის გამოყოფას უწყობს ხელს "ძილის სათვალე" - ამიტომ არის ის პოპულარული საზღვარგარეთ

2018-06-04 10:30:07+04:00

ამ ჰორმონს აქვს სიმსივნის საწინააღმდეგოდ დამცველობითი მოქმედება, აუმჯობესებს ტვინის მუშაობას და შემეცნების უნარს

რაც შვილები გამიჩნდა, მას შემდეგ შეიძლება ითქვას, ძილი სანატრელი მაქვს. თავიდან მათი ტირილი და მოუსვენრობა იყო მიზეზი, მაგრამ რაც წამოიზარდნენ, ჩემს პრობლემას არ ეშველა. იმიტომ არა, რომ ძილის დრო არ მაქვს. უბრალოდ, ვერ ვიძინებ, თითქოს ძილის უნარინ დავკარგე.

როცა ნევროლოგს შევჩივლე ჩემი პრობლემა, ჩვეულებრივი დამამშვიდებელი საშუალება გამომიწერა. მას მერე სხვა ათასგვარი დამამშვიდებელი საშუალება ვცადე, მათ შორის მცენარეულიც, მაგრამ ამ წამლებისგან მხოლოდ ზოგადი მოდუნება ვიგრძენი, სრულფასოვანი ძილი კი - ვერა.

ხომ იცით, დედებს გვჩვევია პრობლემების ერთმანეთში გაზიარება. გოგონა ცეკვაზე დამყავს და საათნახევარი გასახდელში ვზივარ სხვა დედებთან ერთად. მშობლებს შორის ერთი აფთიაქის კონსულტატიც არის. სწორედ მას გამოვკითხე საძილე საშუალებების შესახებ. არ მინდოდა, ისეთი რამ დამელია, რაც დღის განმავლობაშიც გამთიშავდა და ენერგიას წამართმევდა. კარგად გამომკითხა, რა წამლებს ვსვამდი და ასეთი რამ მირჩია:

უნდა დამელია ისეთი დამამშვიდებელი საშუალება, რომელიც მელატონინს შეიცავს. ეს ყოფილა ჰორმონი, რომელსაც "ძილის ჰორმონსაც" უწოდებენ და ჩვენი ტვინი მას ბუნებრივად გამოიმუშავებს, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად (40 წლიდან) და რიგი პრობლემების გამო მისი გამომუშავება მცირდება.

სრულ სიბნელეში გძინავსო? - მკითხა. რა თქმა უნდა, არა. ბავშვების გამო პატარა სანათი ღამით სულ მინთია. ბავშვი რომ არ შეწუხდეს, სანათი ჩემს თავთან მიდგას და ყველა მეტი შუქი სწორედ მე მეცემა. სწორედ არასრულ სიბნელეში ძილი ამცირებს თურმე ყველაზე მეტად მელატონინის გამოყოფას და ეს არის უძილობის ისეთი მიზეზი, რომელსაც უბრალო დამამშვიდებლებით ვერ უშველი. ამიტომაც არის საზღვარგარეთ ასე პოპულარული ე.წ. ძილის სათვალეები" - სრულ სიბნელეს უზრუნველყოფს.
"ფიტორემი" არის სწორედ ის დამამშვიდებელი საშუალება, რომელიც შეიცავს მელატონინს და გათვლილია ძილის მოსაწესრიგებლად. ანუ გახანგრძლივებული ძილიანობა კი არ ახასიათებს, პირიქით, აწესრიგებს მას. უკვე 10 დღეა ვსვამ და რასაც ჰქვია, დავისვენე. სულ დაღლილი ვდგებოდი დილით, ახლა კი დავიბრუნე "გამოძინებული" ადამიანის შეგრძნება.

mshoblebi

რაკი ასეთი შვება მომცა, დავინტერესდი მელატონინით და აღმოვაჩინე, რომ მელატონინი არის ჯანსაღი ძილის, დღის განმავლობაში ენერგიის, სიმშვიდის, გულის, სისხლძარღვების, ნერვების და იმუნიტეტის ჯანმრთელობის ხელშემწყობი. არ არის მელატონინი და არ არის ცხოვრება...

მას აქვს ანტიოქსიდანტური და სიმსივნის საწინააღმდეგოდ დამცველობითი მოქმედება, აკონტროლებს ენდოკრინულ სისტემას, ასევე ნერვულს და იმუნურს. ის ეხმარება რეპროდუქციულ სისტემას, აუმჯობესებს ტვინის მუშაობას და შემეცნების უნარს, აუმჯობესებს აღქმის პროცესს, ამცირებს შფოთვას, ინფარქტის რისკს, არტერიულ წნევას, ეხმარება კუჭ-ნაწლავის სისტემას ნორმალურ ფუნქციონირებაში და რაც მთავრია, ანელებს დაბერების პროცესს.
მელატონინი იმდენად მნიშვნელოვანი ყოფილა, რომ მეცნიერები ყველა გზით ცდილობენ ადამიანის ორგანიზმს ეს ნივთიერება არ მოაკლონ, ამიტომ ამ ბოლო დროს მისი დამატება კბილის პასტებშიც დაუწყიათ. ჩვენთან ასეთი კბილის პასტები ჯერ არ იყიდება, სამაგიეროდ იყიდება "ფიტორემი" - დღის განმავლობაში დაძაბულობის უკეთ ატანის და კარგად გამოძინების მიზნით საკმარისია 1 აბი დილით და 1 აბი საღამოს, ძილის წინ.