"ღმერთი გაახარებს იმ უსაყვარლეს გოგო-მარიამს" -
ხშირად გვესმის ყოველდღიურ ცხოვრებაში, თუ როგორი აგრესიული დამოკიდებულებით გამოირჩევევიან ადამიანები ერთმანეთის მიმართ. ამ ფონზე კი ერთმა დაუჯერებელმა ამბავმა შესაძლოა სრულიად შეგვიცვალოს აზრი. სწორედ ასეთ საკვირველ ამბავზე წერს აღფრთოვანებით სოფი შაკულაშვილი სოციალურ ქსელში, რომელსაც გოგონამ დაკარგული 100 ლარი დაუბრუნა.
"გამარჯობა, მშობლებო. ჩემი დღევანდელი ამბავი მინდა გიამბოთ. აღფრთოვანებული, გაოცებული და ბედნიერი ვარ. მოკლედ, დღეს საბავშო ბაღიდან ბავშვი გამომყავდა და გზად დავკარგე 100 ლარი. ეს დანაკარგი გვიან აღმოვაჩინე. საბავშო ბაღიდან რომ ვბრუნდებოდი ჩემმა უფროსმა შვილმა ფურცელზე წარწერა შეამჩნია: "თუ ვინმემ ფული დაკარგეთ, მითითებულ ნომერზე დარეკეთო". მე გამეცინა და ალბათ, ვიღაცამ იხუმრა-თქო. მოკლედ, როცა აღმოვაჩინე, რომ მე დამიკარგავს, დიდი ძებნის მერე ის ფურცელი გამახსენდა. ჩემდა საბედნიეროდ, ისევ იქ იდო ის ფურცელი. დავრეკე და მართლა ვიღაც პატიოსან, გულკეთილ და უსაყვარლეს გოგოს უპოვნია. ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამიხარდა. ჯერ ერთი რომ ბავშვის სწავლის ფული ვიპოვე და მეორე ის, რომ ამ ქვეყანაში კიდევ არიან პატიოსანი და გულისხმიერი ადამიანები! ღმერთი გაახარებს იმ უსაყვარლეს გოგო-მარიამს! იმედი მომეცა, რომ ამ ქვეყანაში სიკეთე ჯერ კიდევ არ დაკარგულა!"- წერს ქალბატონი.