"ხანდახან მგონია, რომ უცხოელები მეტ პატივს სცემენ ჩვენს დამწერლობს, ვიდრე ქართველები"
რუსთავის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლე 14 წლის ანი ყვავაძე სერთიფიცირებული კალიგრაფია. გოგონა მესამე კლასიდან არის დაინტერესებული ამ საქმიანობით და დღემდე აქტიურად ქმნის კალიგრაფიის ნიმუშებს. არის არაერთი კონკურსის გამარჯვებული და მედალოსანი. წელს გამართულ კალიგრაფიის კონკურსზე დაჯილდოვდა, როგორც უმაღლესი კატეგორიის ფინალისტი.
თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ქართული კალიგრაფიული ნიმუშების შექმნა, ამის შესახებ mshoblebi.ge- ს ანი თავად უყვება.
- ვსწავლობ რუსთავში, სიონთან არსებულ სამრევლო სკოლა "მთაწმინდელში". სკოლაში სწავლა უფასოა. გარდა კალიგრაფიისა, ისწავლება ხატწერა, ხატვა, რელიგია.
- რა ასაკიდან არის შესაძლებელი კალიგრაფიის შესწავლა?
- შეზღუდული არ არის ასაკი. რა თქმა უნდა, თუ ბავშვმა წერა არ იცის, კალიგრაფიის შესასწავლად ვერ ივლის.
- თუ ტარდება კალიგრაფიის კონკურსები და რამდენად მასშტაბურია?
- სრულიად საქართველოს მასშტაბით რომელი კონკურსიც ტარდებოდა, ხელნაწერთა ინსტიტუტის მხარდაჭერით ის კონკურსი გაუქმდა და რამდენიმე წელია აღარ ტარდება. კალიგრაფიის კონკურსი თავიდან, მხოლოდ რუსთავის მასშტაბით ტარდებოდა. ახლა უკვე ქვემო ქართლის მასშტაბით ტარდება.
14 წლის სერთიფიცირებული კალიგრაფი
- შენთვის რას ნიშნავს ლამაზი ხელწერა?
- ადამიანს როცა რაღაცის ნიჭი აქვს, იმ რაღაცის გაკეთება სიამოვნებს. ჩემს შემთხვევაში ეს რაღაც კალიგრაფიაა. მსიამოვნებს, როდესაც ამ საქმით ვარ დაკავებული. ყველას ვურჩევ, თუ აქვთ ნიჭი ხატვის და მოსწონოთ ლამაზად წერა ქართული ასოების, დაკავდნენ ამ საქმით.
- შენი წარმატების ფონზე, ხომ არ გამოჩენილან ადამიანები, რომლებსაც გაუჩნდათ სურვილი კალიგრაფიაზე სიარულის?
- იყო ასეთი შემთხვევაც, ჩემის დის კლასელი აღმოვაჩინეთ მე და დედამ. ძალიან ლამაზად წერდა. ვურჩიეთ ეტარებინათ კალიგრაფიაზე. ახლა იმდენად წარმატებულია და იმდენად დახვეწილ ნამუშევრებს ქმნის, ძალიან გვიხარია მის გამო.
- გარდა კალიგრაფიისა, კიდევ რით ხარ დაინტერესებული, სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?
- ხატვაც მიყვარს, თუმცა ეს უფრო ჰობია ჩემთვის. ბავშვობიდან მინდოდა არქეოლოგობა. ძალიან მიყვარს ისტორია. ჩემი ოჯახის წევრები ყოველთვის ეთანხმებიან ჩემს გადაწყვეტილებას, პროფესიის არჩევასტან დაკავშირებით.
- შენი ზრით, რამდენად აქცევენ სკოლებში ლამაზად წერას ყურადღებას და რამდენად მნიშვნელოვანია ქართული კალიგრაფიის შენარჩუნება?
- ჩემი აზრით, მასაწვლებლები დავალების რვეულებში უკვე საერთოდ აღარ აქცევენ ყურადღებას კალიგრაფიას, შეიძლება საკონტროლო წერისას ჰქონდეთ რაღაც შენიშვნები... გამოთქმაც კი არის ასეთი, ვისაც ტვინი ჩქარა უმუშავებს, მისი ნაწერი საშინელება არისო, მეც რომ ვუყურებ ჩემს სასკოლო ნაწერს, შესაძლოა მეც შემეშინდეს. დასანანია, რომ ყურადღება არ ექცევა კალიგრაფიას. მით უმეტეს, როცა ასეთი ლამაზია ქართული ასოები. ყოფილა შემთხვევები, როცა ჩემი კლასელების ნამუშევრები გამოფინეს ეგვიპტეში, წელს ბელგრადშიც გაგაზავნეს რამდენიმე ბავშვის ნამუშევარი. ხანდახან მგონია, რომ უცხოელები მეტ პატივს სცემენ ჩვენს დამწერლობს, ვიდრე ქართველები. ამიტომ ვთვლი, რომ განასკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ კალიგრაფიას, რათა შევინარჩუნოთ იგი.
- დაახლოებით რა დროს უნდები ერთი ნამუშევრის შექმნას?
გააჩნია მოცულობას და სირთულეს. კალიგრაფიის კონკურსზე იმდენად რთული ორნამენტი ავიღე, რომ სამი დღე დამჭირდა.
რუსკა კილასონია