"ძალიან უყვარს სპორტის ეს სახეობა და არც ვუშლი თამაშს"
11 წლის ნინი ყვავაძე განასკუთრებულად შეყვარებულია ფეხბურთზე და როგორც mshoblebi.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, მისთვის გამორჩეული, მსოფლიო დონის ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუა. ძალიან წუხს, რომ რუსთავში გოგონათა საფეხბურთო სკოლა არ არის, თუმცა როგორც ჩანს, ეს ხელს არ უშლის, რომ ფეხბურთი ეზოში, მეგობრებთან მაინც ითამაშოს და "მაკრატელების" შესრულებაში დახელოვნდეს. უყვარს ასევე კალათბურთის თამაში.
როგორ ასრულებს პატარა გოგონა 'მაკრატელას'
"სულ დაკაწრული აქვს ფეხები. საფეხბურთო ფორმას ვერ ვხვდით. ძალიან უყვარს სპორტის ეს სახეობა და არც ვუშლი თამაშს, თან სკოლაშიც კარგად სწავლობს და სწავლაში ხელი არ გვეშლება“, - ამბობს ნინის დედა.
ნინის და სერთიფიცირებული კალიგრაფია 14 წლის ქართველი გოგონა, რომელიც სერთიფიცირებული კალიგრაფია
რუსკა კილასონია