"ჩემო პატარებო, ჩვენ ვცხოვრობთ მშვენიერ პლანეტაზე, რომელსაც დედამიწა ჰქვია. იგი მთელი სამყაროს ერთი პატარა ნაწილია. "ჩემო პატარებო, ჩვენ ვცხოვრობთ მშვენიერ პლანეტაზე, რომელსაც დედამიწა ჰქვია. იგი მთელი სამყაროს ერთი პატარა ნაწილია. უნდა ვიცოდეთ, რომ ზეცა და ქვეყანა და ყოველივე ის, რაც არსებობს ცაში და ქვეყანაზე, შემთხვევით და თავისთავად არ შექმნილა, არამედ ღმერთმა ინება ასე და აღასრულა კიდეც. თქვენ კარგად იცით, როგორ გაეხვევა ხოლმე ყველაფერი წყვდიადში ღამით, როცა მზე ჩადის და სინათლე ქრება. ოდესღაც მთელი სამყარო ასეთი წყვდიადი გახლდათ. მაშინ არც ბალახი იყო, არც ხეები, არც მშვენიერი ყვავილები, არც ფრინველები, თვით ცა და დედამიწაც არ არსებობდა და მთელი სამყარო სიბნელესა და ქაოსს წარმოადგენდა. მაგრამ ღმერთმა არ ინება, რომ მუდამ ასე ყოფილიყო და შექმნა ეს საოცარი ქვეყნიერება, რომელიც აღსავსეა თანხმობითა და მშვენიერებით. სამყაროს წესრიგი და დიდებულება მოწმობს იმას, რომ მას ჰყავს დიდი და ბრძენი შემოქმედი." - ასე იწყება საბავშვო წიგნების სერიის "მეგზური სიკეთის სამყაროში" - მეოთხე წიგნი და იგი ბავშვებს თვალწინ გადაუშლის ბუნების საოცარ სამყაროს თავისი მრავალფეროვნებით. სულ სხვაგვარად დაანახებს მათ ჩვენი ფერადი სამყაროს დანიშნულებას და ადამიანის როლს ამ სამყაროში, გაუღვიძებს სხვაგვარ სიყვარულს იმ ყველაფრისადმის, რაც მის გარშემოა და საკუთარ პასუხისმგებლობასაც აგრძნობინებს.
წიგნი - "ბუნება - ღმერთის შემოქმედება" ჩვენ გაზრდის სულიერად ჩვენს შვილებს, ჩამოაყალიბებს მათ ადამიანებად, რომელთაც სამყაროს წინაშე თავიანთი წილი პასუხისმგებლობის გაზიარება შეეძლებათ.
"მეგზური სიკეთის სამყაროში" - შვილებთან ერთად წასაკითხი წიგნები - სიკეთის, კაცთმოყვარეობის, მიმტევებლობის მაგალითები ბიბლიიდან, მხატვრული ლიტერატურიდან და რეალური ბიოგრაფიებიდან, ნამდვილად დაგეხმარებათ ამოგზაუროთ თქვენი შვილები სიკეთის სამყაროში.
"მეგზურის სიკეთის სამყაროში" 15 ტომით არის წარმოდგენილი და სერიის ამ ნომერში გამოცემული მე-4 წიგნის, "ბუნება - ღმერთის შემოქმედების" შეძენა, წიგნის მაღაზიებსა და პრესის გავრცელების წერტილებში, 31 მაისიდან ჟურნალ "კარიბჭესთან" ერთად სპეციალურ ფასად არის შესაძლებელი.