ნამდვილი ნაზუქი ბებიის რეცეპტით - მშობლები

ნამდვილი ნაზუქი ბებიის რეცეპტით

2014-09-05 16:38:47+04:00

ყველაზე გემრიელი თონეში გამომცხვარი ნაზუქია, მაგრამ მისი გამოცხობა ღუმელშიც შეიძლება ყველაზე გემრიელი თონეში გამომცხვარი ნაზუქია, მაგრამ მისი გამოცხობა ღუმელშიც შეიძლება. გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც ორივე შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამ რეცეპტით საოცრად გემრიელი ნაზუქი ცხვება და არაფერი აქვს საერთო სადმე გზის პირას გასაყიდად გამოტანილ სუროგატებთან.

ინგრედიენტები მოცემულია დიდი რაოდენობით, რადგან განკუთვნილია თონეში ცხობისთვის. ღუმელში გამოცხობის დროს გაანახევრეთ ან სულაც ოთხად გაყავით. ამ რაოდენობის ინგრედიენტებით თონეში 20 დიდი ნაზუქი ცხვება.

ინგრედიენტები:

ფქვილი - დაახლოებით 4 კგ

რძე - 3 ლ

შაქარი - 3 კგ

მიხაკი - 2 ჩ.კ. დაფქული

დარიჩინი - 2 ჩ.კ. დაფქული

ვანილი - 2-3 პაკეტი

მაწონი - 800 გ

კვერცხი - 4 ცომში, 7 ზემოდან გადასასმელად

საფუარი - 2-3 ს.კ

ზეთი - 400 გ

ქიშმიში

მომზადება:

საფუარი თბილ რძეში გახსენით და აფუება აცალეთ. შაქარიც თბილ რძეში უნდა გაიხსნას.

ფქვილს შუაში გაუკეთეთ ღრმული, ჩაასხით საფუარიანი მასა, შაქრიანი რძე, მაწონი, ზეთის ნახევარი, კვერცხები და სანელებლები (სანელებლების რაოდენობა გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ გაზარდოთ). დაიწყეთ ცომის მოზელვა.ზელვა საჭიროა დიდხანს, სანამ ცომი არ გახდება ელასტიური, მკვრივი და ბუშტუკებიანი, ხელები ისველეთ დარჩენილ ზეთში. დიდხანს ზელით ცომი ჟანგბადით მდიდრდება. უნდა იყოს დაახლოებით როგორც პურის ცომი, რადგან უფრო რბილი თუა თონეში ჩავარდება, არ მიეკრობა. თუ თონეში არ აცხობთ, შეგიზლიათ უფრო რბილი ცომი მოზილოთ. ბოლოს შეურიეთ ქიშმიშიც. შემდეგ დადგით ასაფუებლად.

იხილეთ სრულად