სკოლაში ერთდროულად ორ ბავშვს დასტირიან გომბორში მომხდარი ავტოკატასტროფისას ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. ერთი მეექვსეკლასელი გოგონაა - ნინი შენგელიაა, რომლის დედამაც ჯერ არ იცის, რომ მისი ქალიშვილი გარდაიცვალა. დედა მძიმედ არის და საავადმყოფოშია.
სამი უფროსია, რომელთა სულების მოხსენიებას ასევე სთხოვენ ახლობლები საზოგადოებას - ლუიზა, ეკატერინე, ციალა.
175-ე სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, მშობლები ერთხმად გლოვობენ ამ დანაკლისს. სამწუხაროდ, ორი დღის წინ სკოლას კიდევ ერთი ბავშვი გამოაკლდა - 16 წლის ოთო კეკუთია, რომელიც ავარიაში მოხვდა და დიდხანს იყო კომატოზურ მდგომარეობაში.