ცნობილი ფსიქოლოგის რჩევა მშობლებს რისთვის უნდა ვასწავლოთ ბავშვს საჭმლის მომზადება? იქნებ ეს არც გამოადგეს? იქნებ იმ დროისთვის, როდესაც ის სრულწლოვანი გახდება და ცალკე გადავა საცხოვრებლად, სულაც აღარავინ ამზადებდეს სახლში საჭმელებს. ყველაფერი მზა გაიყიდება.
რაც არ უნდა ითქვას, საჭმელების მომზადება მაინც მნიშვნელოვანია. რადგან, როდესაც ადამიანმა იცის მომზადება, მას აქვს არჩევანის უფლება. მას შეუძლია თავად მომზადება, ან წასვლა რესტორანში. თუ არ იცის მომზადება, მაშინ არჩევანის საშუალებაც არ ექნება. ერთ შედარებას მოვიყვან. რა საჭიროა ბავშვობაში თასმების შეკვრის ცოდნა? მას ხომ შეუძლია ისეთი ფეხსაცმლის შერჩევა, რომელსაც ფხრიწიანი შესაკრევი ექნება? როდესაც ბავშვმა იცის თასმების შეკვრა, მას ნებისმიერი ფეხსაცმლის შერჩევა შეუძლია. ის აღარ იქნება შეზღუდული არჩევანში. ადამიანი, რომელიც ცოდნითაა შეარაღებული, თავის თავში დარწმუნებულია.
როდესაც ბავშვს ვასწავლით კერძის მომზადებას, ვამცირებთ დამოკიდებულებას დედასთან. მნიშვნელოვანია ის, რომ არ გავაგდოთ ბავშვი სამზარეულოდან: "წადი, ხელს ნუ მიშლი". სწავლის დაწყება სჯობს მაშინ, როდესაც ბავშვს თვითონ აქვს სურვილი სამზარეულოში იტრიალოს დედასთან ერთად. კარტოფილის ღვეზელების, ნამცხვრების და პელმენების მომზადება არა მხოლოდ წვრილი მოტორიკის განვითარებას უწყობს ხელს, არამედ ემოციური მიჯაჭვულობის განმტკიცებაცაა. სკოლამდელი ასაკის ბავშვს შეიძლება ვანდოთ სტაფილოს გახეხვა სუპისთვის, კვერცხის გაფცქვნა, ნელ- ნელა, ასაკის მატებასთან ერათად უკვე შეეძლება რამდენიმე სახეობის კერძის მომზადება დამოუკიდებლად. წარმოგიდგენიათ, როგორ იამაყებს ბავშვი მაშინ, როდესაც მთელ ოჯახს მოუმზადებს საუზმეს? მშობლების და ოჯახის წევრების შექება კიდევ უფრო დიდი სტიმული იქნება სამზარეულოში ახალ-ახალი მწვერვალების დასაპყრობად. მას გაუჩნდება შემოქმედებითი აზარტი. მაგ: ორცხობილას გაუკეთოს თვალები, ცხვირი, პირი, ყურები და სხვ. ასე რომ ნუ გაიყვანთ ბავშვს სამზარეულოდან და დაიხმარეთ ის თქვენს საქმიანობაში!
ფსიქოლოგი და მწერალი ანა ბიკოვა