განქორწინების შემდეგ ქეთა ქმართან მეგობრულ ურთიერთობებს ინარჩუნებს და ახალ რომანსაც აღარ მალავს ქეთა თოფურიას ქალიშვილი ოლივია 3 წლის გახდა. ქეთამ დიდი წვეულება მოაწყო მოსკოვში, რომელსაც ოლივიას მამა - ქეთას ყოფილი ქმარი ლევ გეიხმანიც დაესწრო.
ბუშტები, ტკბილეული, გოჭი პეპა, საპნის ბუშტები არ აკლდა წვეულებას. ოლივია პრინცესის სამოსში გამოწყობილი ხვდებოდა სტუმრებს.
ოლივია ძალიან გახარებული იყო. ხან დედას ეხუტებოდა, ხან - მამას და მოგვიანებით ლექსიც თქვა დედაზე და მამაზე, მერე კი მათთან ერთად ცეკვა.
განქორწინების შემდეგ წყვილი მეგობრულ ურთიერთობებს ინარჩუნებს, ერთად ზრდიან ბავშვს და ოლივია მამასთანაც ბევრ დროს ატარებს.
ქეთას დაბადების დღეზე უკვე ჰქონდა ახალი ვარცხნილობა, რომელიც ძალიან უხდება.
რაც შეეხება ქეთას ახალ რომანს, ის აღარ მალავს მომღერალ გუფთან ურთიერთობას და ინსტაგრამზე მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებსაც უკვე თამამად დებს.