რას ამბობს ძიძა, რომელიც 6 თვის ბავშვებზე ძალადობდა - შემზარავი კადრები - მშობლები

რას ამბობს ძიძა, რომელიც 6 თვის ბავშვებზე ძალადობდა - შემზარავი კადრები

2018-06-22 17:57:18+04:00

ძიძას 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მცი­რე­წლოვ­ნებ­ზე ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით ძიძა და­ა­კა­ვა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით უწყე­ბა გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1971 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი. ტ. მცი­რე­წლოვ­ნებ­ზე ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ერთ-ერთ ოჯახ­ში ძი­ძად მუ­შა­ობ­და, 2017 წელს და­ბა­დე­ბულ ტყუპ და-ძმას, სის­ტე­მა­ტუ­რად სცემ­და. ბი­ნა­ში ოჯა­ხის წევ­რე­ბის მიერ ფა­რუ­ლად და­მონ­ტა­ჟე­ბულ­მა ვი­დე­ო­სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რამ ბავ­შვებ­ზე მისი ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბა და­ა­ფიქ­სი­რა, რის შე­სა­ხე­ბაც მცი­რე­წლოვ­ნე­ბის დე­დამ პო­ლი­ცი­ას შე­ა­ტყო­ბი­ნა.

გა­მო­ძი­ე­ბა წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ ჩა­დე­ნილ ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 126 პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს" - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.