როგორ გამოიყურებოდა ნუკი მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე ცნობილი ტელეწამყვანი და მოდელი ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც ამერიკაში გათხოვდა, უკვე ბიჭის დედაა. ნუკის პირადი ცხოვრების ძირითადი დეტალები საზოგადოების დიდი ნაწილისთვის კარგად ცნობილია. მოდელმა ჯერ კიდე შეყვარებულობის პერიოდში გააცნო ხალხს მისი რჩეული ბენი, რომელთან ერთადაც სხვადასხვა შოუში დადიოდა და საკუთარ ლავსთორიზე საუბრობდა.
მას შემდეგ, რაც წყვილი დარწმუნდა, რომ ცხოვრების ერთად გატარება უნდოდათ, იქორწინეს და საცხოვრებლად ამერიკაში წავიდნენ. გარკვეული დროის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ნუკი ბავშვს ელოდებოდა, მძიმე ტოქსიკოზის მიუხედავად, ყოველთვის ცდილობდა ფორმაში ყოფილიყო და 7 თვის ორსულმა საკმაოდ თამამ ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ორსულმა ნუკი კოშკელიშვილმა სრულიად შიშველმა გადაიღო ფოტო (იხილეთ ფოტო)
ნუკი ყოველთვის აქტიური იყო სოციალურ ქსელში, თუმცა გუშინ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, როცა სამშობიარო ბლოკიდან თითქმის ყოველ 15 წუთში ლაივებისა და ფოტოების მეშვეობით ინფორმაციას ავრცელებდა მისი მდგომარეობის შესახებ. პატარა, რასაკვირველია, ამერიკაში გაჩნდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ნუკი, სამშობიაროდ, ძალიან მოწესრიგებული წავიდა, არც მაკიაჟი დავიწყებია და არც ვარცხნილობა, ეს კი იმით ახსნა რომ უნდოდა, მის შვილს პირველად ლამაზი ენახა. გაუტკივარებისა და ბენის გვერდით დგომით, ქვეყანას ბიჭი მოევლინა, რომლის სახელიც ჯერ საზოგადოებისთვის უცნობია.
ნუკი კოშკელიშვილი ბიჭის დედა გახდა - ვიდეო სამშობიარო ბლოკიდან
ეს კი ორსული ნუკის ფოტოები - მე-9 თვეში.
თეკლა ჟვანია