შემთხვევა დაახლოებით 12:00 საათზე მოხდა თბილისში, დღეს დილით მომხდარ ავარიას 23 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა დაახლოებით 12:00 საათზე მოხდა, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ერთმანეთს მოტოციკლი და ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად მოტოციკლის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
როგორც თვითმხილველები ყვებიან, ბაიკერის და მსუბუქი ავტომანქანის შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მოტოციკლის მძღოლი გზის საპირისპირო ზოლში გადაისროლა. ახალგაზრდა ადგილზე სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა. როგორც ადგილზე თვითმხილველის გადაღებული ფოტოდანაც ჩანს, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მოტოციკლი ნაწილებად დაიშალა.
"მოტო აქეთ მხარეს ეგდო, დაჭეჭყილი, გაუბედურებული, გზაზე იდგა ბევრი პატრული და სასწარაფო" - ყვება ავარიის შესახებ ერთ-ერთი თვითმხილველი.
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, დაღუპული 23 წლის ლუკა გვაზავაა. ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის, ლევან გვაზავას ვაჟი იყო. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები