თვითმხილველთა ინფორმაციით, ავტომობილი ეზოში იყო გაჩერებული სადაც ბავშვი თამაშობდა, რა დროსაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და აფეთქდა.
როგორც სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები აღნიშნავს, ბავშვი თავის მშობლებთან ერთად დასასვენებლად იყო ბაბუასთან ჩასული.
"იმავე დღის მისულები იყვნენ. ბავშვი ეზოში თამაშობდა... მანქანა გაზზე იყო. არავინ იცის, შიგნით რა მოხდა, რადგან მშობლები სახლში იყვნენ, როდესაც გამოვიდნენ, მანქანა უკვე დამწვარი იყო. კარის გაღება და ბავშვის გადმოყვანა სამაშველოს მოსვლამდე ვერ შეძლეს".
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, შემთხვევის გამომწვევი სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის ბალონის გაუმართაობა გახდა.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო.
რუსკა კილასონია