Mshoblebi.ge გურამს დაუკავშირდა
ბლოგერის და ჟურნალისტის გურამ შეროზიას მეუღლე, ხატია ჯოხარიძე ორსულადაა. წყვილი გოგონას დაბადებას დღე დღეზე ელოდება. პატარა მაქსიმუმ 28 ივნისს უნდა დაბადებულიყო, თუმცა მშობლებს ჯერ კიდევ ალოდინებს.
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ორსულობასთან დაკავშირებით ხატია ჯოხარიძემ დედების ერთ-ერთ ჯგუფში პოსტი დაწერა, რომელსაც დიდი აჟიოტაჟი და გამოხმაურება მოჰყვა.
"გოგოებო! ბავშვი აგვიანებს დაბადებას და დაჩქარების მიზნით ბევრმა გვირჩია სექსი... მოძრაობა მიჭირს და ორალური რომ იყოს, ეგეც ხომ სექსია და დააჩქარებს ხო? ვინმეს გაქვთ მსგავსი გამოცდილება?", - წელს ჯოხარიძე.
პოსტმა ჯგუფის წევრების უმეტესობა გააღიზიანა. არაერთმა ადამიანმა დახურული ჯგუფიდან სქრინები სახელის დაუფარავად გაიტანა, რასაც ორსულის მიმართ აგრესია და მასობრივი შეურაცხყოფა მოყვა. აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში გურამ შეროზია გამოეხმაურა.
"გოგომ იღადავა... ქალების წრეში.
- ამ ქალების ნაწილმა შეიცხადა, ქართველი მანდილოსანი ასე როგორ ღადაობსო.
- მეორე ნაწილმა - ტიტუ, ალბათ მართლა იკითხაო (სექსის შესახებ წიგნშიც რომ არ წაუკითხავთ ეს ხალხია ალბათ), ან ძაან გაღმა აქვთ ტვინი, სხვა მხრივ - ორი აზრის გარეშე იკვეთებოდა ხუმრობა.
ხუმრობის სიკარგე-სიცუდეზეც სისულელეა მსჯელობა, კაცია და გუნება.
"კაცების" ნაწილმა, ქალების დახურული ჯგუფიდან სქრინები სახელის დაუფარავად გაიტანეს და მიდის მასობრივი ბულინგის მცდელობა. (რა თქმა უნდა, ადრესატს ჰკიდია და არ ბულინგდება). არა და მისი მდგომარეობაც გასათვალისწინებელი იყო მინიმუმ, მაინც, იქნება და რა ხდება.
ვინც ხვდებით რაზეა საუბარი - მიხვდით, ვინც ვერა - არც არის საჭირო. უბრალოდ, სიბნელე არა და არ ნათდება ცოცხალი თავით და რა გინდა რომ ქნა :დ
პ.ს. პოსტის ავტორი ჯგუფიდან გამოაბუნძულეს", წერს შეროზია.
Mshoblebi.ge გურამს დაუკავშირდა.
"თუ ქალმა სიტყვა "სექსი" ახსენა და მით უმეტეს - ყველი და პურის პოზას გასცდა - ის ჩასაქოლია, თუნდაც ეხუმრა. მეორე დღეა უკვე, სხედან ამ ჯგუფის ქალთა ბნელი ნაწილი და ამ ამბავს განიხილავენ. მე კიდევ ვურჩევდი, სექსით დაკავებულიყვნენ, ნებისმიერი ფორმით და თავადაც ნახავენ, როგორ გაუქრებოდათ ამდენი ნეგატივის ფრქვევის სურვილი. ჩვენ დღესაც ისეთივე ბედნიერები ვართ, როგორც გუშინ და საერთოდ არ გვადარდებს ვინ რას წერს. ხატიასაც, უკვე აღარ აინტერესებს და ამიტომ არც აკეთებს კომენტარს. რაც გიპასუხეთ, ჩვენი საერთო აზრია".
ჩვენთან კომენტარი გააკეთა ხატიამაც:
- რა კომენტარი უნდა მქონდეს, მხოლოდ გულიანად მეღიმება (სიცილი ამოვწურე). მე, ხატია, როცა მინდა, როგორც მინდა და სადაც მინდა, იმას დავწერ, იმიტომ, რომ იმ წუთას ასე მინდა და არა ვინმეზე შთაბეჭდილებების მოსახდენად.... (ასეთებისთვის არ დავბადებულვარ). ის კი, ვინ როგორ გაიგებს, ან წაკთხულის გააზრება შეუძლიათ თუ არა საერთოდ, არ მაინტერესებს მართლა.
მერი ბლიაძე