ხორცის გუფთა (9 თვიდან) - მშობლები

ხორცის გუფთა (9 თვიდან)

2018-07-06 05:49:33+04:00

mshoblebi

დაგჭირდებათ:

საქონლის ხორცი - 100 გრ. თეთრი პური - 20 გრ. ნიორი - 1 კბილი ხახვი - 1 თავი კვერცხის გული - ½

მომზადების წესი:

- მყესებისა და ცხიმისაგან გასუფთავებული საქონლის ხორცი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში 2 - ჯერ. შევურიოთ რძეში, ან წყალში დასველებული გაწურული პური და ისევ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. დავუმატოთ ნახევარი სუფრის კოვზი წყალი, მარილი და ½ ათქვეფილი კვერცხის გული

- მიღებული მასა სველი ხელით გადავანაწილოთ პატარ - პატარა ბურთულებად

- ცალკე ჭურჭელში ჩავასხათ წყალი, მოვათავსოთ ხახვი და ნიორი, წამოდუღების შემდეგ ჩავყაროთ ბურთულები და ვხარშოთ 15 – 20 წუთი. წვენს დავუმატოთ მწიკვი მარილი.

(იხილეთ მეტი)

გემრიელად მიირთვით!