პიურე წითელი ბუშტის მოსამზადებლად
დაგჭირდებათ:
კარტოფილი - 70 გრ. ჭარხალი - 50 გრ. ყვავილოვანი კომბოსტო - 60 გრ. საბავშვო (ადაპტირებული) რძე - 70 მლ. ზეითუნის ზეთი - 1 ჩკ.
მომზადების წესი:
- გასუფთავებული ბოსტნეული დავჭრათ მცირე ზომის ნაჭრებად. მოვათავსოთ ჭურჭელში და დავასხათ ადუღებული წყალი ისე, რომ ბოსტნეული მთლიანად დაიფაროს, დავახუროთ თავსახური და მოვხარშოთ დაბალ ცეცხლზე
- მოხარშული ბოსტნეული დავაბლენდეროთ, ან კარგად დავჭლიტოთ, დავუმატოთ მწიკვი მარილი და ვადუღოთ კიდევ 2 – 3 წუთი
- შეგრილების შემდგომ დავუმატოთ ცალკე მომზადებული საბავშვო (ადაპტირებული) რძე და ზეითუნის ზეთი.
ზეთი, ან საბავშვო (ადაპტირებული) რძე.
გემრიელად მიირთვით!