მაკა კვლავ შესანიშნავ ფორმაშია რამდენიმე დღის წინ ქრისტინე იმედაძის დედას, ხელოვან ირმა გოგლიძეს საიუველირო ნამუშევრების გამოფენა ჰქონდა. ექსპოზიციას სხვა ცნობილ სტუმრებთან ერთად მაკა ასათიანი დაესწრო, რომელიც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. მაკას ფოტოებს უამრავი აღტაცებული კომენტარი მოჰყვა. 45 წლის, სამი შვილის დედა მაკა წლებია, ერთ-ერთ ულამაზეს ქართველ ქალად არის აღიარებული.