როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვმა რაიმე ნივთი გადაყლაპა - ექიმი კომაროვსკის რჩევები - მშობლები

როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვმა რაიმე ნივთი გადაყლაპა - ექიმი კომაროვსკის რჩევები

2018-07-09 06:41:22+04:00

ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, პა­ნი­კას არ აჰ­ყვეთ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ბავ­შვი გა­დაყ­ლა­პავს რა­ი­მე ნივთს, ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, პა­ნი­კას არ აჰ­ყვეთ. ცნო­ბი­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი პე­დი­ატ­რი ევ­გე­ნი კო­მა­როვ­სკი მშობ­ლე­ბის­თვის გან­მარ­ტავს, რომ თუ გა­დაყ­ლა­პუ­ლი ნივ­თი კუჭ­ში ჩა­ვი­და, ეს ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა­ზე ვიწ­რო ად­გი­ლი - საყ­ლა­პა­ვი გა­და­ლა­ხა. თუ ნივ­თი საყ­ლა­პავს ვერ გას­ცდა, ბავ­შვს გა­მო­უვ­ლინ­დე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი სიმპტო­მე­ბი - ღე­ბი­ნე­ბა, შე­უ­ჩე­რე­ბე­ლი ხვე­ლა, ჭა­მის დროს ტკი­ვი­ლი.

თუ არ­ცერ­თი სიმპტო­მი ბავ­შვს არ აწუ­ხებს, კო­მა­როვ­სკის თქმით, ეს ნიშ­ნავს, რომ ნივ­თი უკვე კუჭ­შია - ექი­მი ამ­ბობს, რომ ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის უცხო სხე­უ­ლი, რო­მე­ლიც გა­ივ­ლის საყ­ლა­პავს, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­რე­შე აღ­წევს კუჭ-ნაწ­ლა­ვამ­დე.

უცხო სხე­ულს სა­ფენ­ში გა­დაყ­ლაპ­ვი­დან 2-4 დღის შემ­დეგ იპო­ვით. თუ გა­დაყ­ლა­პუ­ლი ნივ­თი ძა­ლი­ან პა­ტა­რაა, კო­მა­როვ­სკის თქმით, სა­ნერ­ვი­უ­ლო არა­ფე­რი გაქვთ. თუმ­ცა, თუ უცხო სხე­უ­ლი მოზ­რდი­ლი ზო­მი­საა, წახ­ნა­გო­ვა­ნი, საფრ­თხის შემ­ცვე­ლი - აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ა­კონ­ტრო­ლოთ სა­ფე­ნე­ბი და დარ­წმუნ­დეთ, რომ ბავ­შვის სხე­უ­ლი და­ტო­ვა. თუ ნივთს მე­ო­თხე დღე­საც ვერ აღ­მო­ა­ჩენთ, აუ­ცი­ლებ­ლად მი­მარ­თეთ ექიმს.

altთუ ბავშვს რამე გადასცდა - დაიმახსოვრეთ ქმედებები, რომ ბავშვი არ დაიხრჩოს

altჟვანიას კლინიკის ქირურგი გირჩევთ, როგორ მოიქცეთ, თუ ბავშვი უცხო სხეულს გადაყლაპავს

კო­მა­როვ­სკის თქმით, მკურ­ნა­ლო­ბა ამ დროს სა­ჭი­რო არ არის და არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში ოყ­ნის გა­კე­თე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა.

განაგრძეთ კითხვა