მშობლებს აფრთხილებენ, რომ Wi-Fi საშიშია ბავშვებისთვის
ალბათ არ იცით, რომ ჯერ კიდევ 2015 წელს საფრანგეთის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში აკრძალეს Wi-Fi-ის გამოყენება. დიდ ბრიტანეთში მხარი დაუჭირეს ამ ინიციატივას. განაცხადეს, რომ ისინიც შემოიღებენ ასეთ აკრძლვას. ეს აკრძალვა შემოღებული იქნა ბავშვების ჯანმრთელობისათვის და აუცილებელია ქვეყანაში კანონმდებლობით იქნეს გათვალისწინებული.
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ექიმი ერიკ-მერორი ბლიტი თავისი საცხოვრებელი ადგილიდან პროვინციაში გადასახლდა. მან თავისი ცხოვრებიდან სამუდამოდ ამოიღო მობილური ტელეფონით სარგებლობის წესი. ასევე უარყო წარმატებული კარიერა, რათა თავისი ცხოვრება გაეხადა ჯანსაღი. უარი თქვა რადიაციაზე, რომელსაც ასხივებს Wi-Fi, მობილური ტელეფონი და უსადენო გაჯეტები.
დღევანდელ დღეს ექიმი მელორი ბრიტი ერთ-ერთი ავტორიტეტული კონსულტანტია, რომელიც შეისწავლის სხვადასხვა კლინიკურ აშლილობებს, რაც გამოწვეულია ელექტრო-მაგნიტური ველების ზემოქმედებით ადამიანის ორგანიზმზე. ექსპერტი დაჟინებით ამტკიცებს, რომ Wi-Fi თავისი გამოსხივების გამო საშიშია ბავშვის ჯანმრთელობისათვის. ამ მიზეზით მელორი ბრიტმა მოუწოდა ხელისუფლებას, აეკრძალა გაჯეტების და Wi-Fi გამოყენება საბავშვო ბაღებსა და დაწყებით სკოლებში.
ექსპერტის სიტყვებით, ბოლო პერიოდში საგრძნობლად მოიმატა ბავშვების მომართვიანობამ საავადმყოფოებში თავის ტკივილითა და ტანზე გამონაყარის ჩივილებით. მიუხედავად ექიმის გაფრთხილებისა, მშობლების უმრავლესობა ეჭვქვეშ აყენებს Wi-Fi-ს მავნებლობას. შვედმა პროფესორმა ოლე იოჰანსონმა განაცხადა, რომ პატარა ბავშვის გვერდზე სმარტფონის არსებობა იგივეა, რაც ელექტრო მატარებლის ძრავის გვერდით ყოფნა. ექსპერტი დაჟინებით აფრთხილებს მშობლებს გამორთონ უსადენო გაჯეტები და უარი თქვან შენობაში Wi-Fi-ის დაყენებაზე. უკიდურეს შემთხვევაში, ის მაინც გააკეთონ, რომ არ დატოვონ ბავშვების საძინებელში არავითარი ტელეფონი, გაჯეტი და ბავშვთან ახლოს არ იყოს Wi-Fi, მით უმეტეს - ღამით.
ბოლო პერიოდში ევროპის ბევრმა ქვეყანამ მიმართა საფრანგეთის გამოცდილებას და ბევრგან აკრძალეს საბავშვო დაწესებულებებში Wi-Fi-ის გამოყენება. ათასობით გამოკვლევა ჩატარდა და მეცნიერები თამამად წერენ, რომ გაჯეტები, სმარტფონები და Wi-Fi ნამდვილად დიდ გავლენას ახდენს ადამიანზე, განსაკუთრებით კი - მოზარდზე.
ამ მოწყობილობების მიერ გამოცემული ტალღები იწვევს სიმსივნეს და სხვა სერიოზულ დაავადებებს. განსაკუთრებით ძლიერად მოქმედებს ბავშვის პორგანიზმზე. ბავშვის ძვლის ტვინი გამოსხივებულ რადიაციას 10-ჯერ უფრო აქტიურად ისრუტავს, ვიდრე ზრდასრული ადამიანის.