ეცადეთ, ადგილობირივი წარმოშობის სტაფილო შეიძინოთ სტაფილო ძალიან სასარგებლოა ბავშვებისთვის. ის კაროტინისა და პროვიტამინ A-ს,ძირითადი წყაროა. ამიტომ მას ბავშვთა კვებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია.
თავიდან საჭიროა პატარას მისცეთ ცოტ-ცოტა და დააკვირდეთ, რომ არ გამოვლინდეს ალერგიული რეაქცია.
ეცადეთ, ადგილობირივი წარმოშობის სტაფილო შეიძინოთ. ლამაზი, გაპრიალებული ბოსტნეული ნიტრატებითა და სხვა ქიმიური ნივთიერებით არის გაჯერებული. მიწიანი, არც ისე ლამაზი სტაფილო მეტად სასარგებლოა თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის.
სტაფილოს პიურეში საჭიროა დაამატოთ ცოტა რაოდენობით კარაქი ან ნაღები, რადგან ამ ბოსტნეულში შემავალი სასარგებლო ნივთიერებების ასათვისებლად ორგანიზმს ცხიმები ესაჭიროება.
სტაფილოს პიურეს მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
სტაფილო - 100 გრ
რძე ბავშვთა კვებიდან, ან სტაფილოს ნახარში - 25მლ
კარაქი ან ზეითუნის ზეთი - 1/3ჩაის კოვზი.
მომზადება
სტაფილო გარეცხეთ, გაასუფთავეთ და დაჭერით რგოლებად. დაასხით ადუღებული წყალი და მოხარშეთ თავისივე წვენში. გახეხეთ ცხელ-ცხელი, გააზავეთ თბილ რძეში ან ნახარშში. მზა ფაფას დაუმატეთ კარაქი ან ზეითუნის ზეთი.