ბრინჯისა და ქათმის ფილეს წვნიანი - მშობლები

ბრინჯისა და ქათმის ფილეს წვნიანი

2014-09-09 06:28:21+04:00

რეცეპტები ყველაზე პატარებისთვის ინგრედიენტები:

ქათმის მკერდი,

1 ცალი პამიდორი,

1 ცალი სტაფილო,

1 თავი ხახვი,

2 სუფრის კოვზი ბრინჯი,

კამა და ოხრახუში,

მარილი გემოვნებით.

მომზადება:

ქათმის ფილე მოხარშეთ. ხახვი წვრილად დაჭერით, სტაფილო გახეხეთ წვრილ სახეხზე. მოხარშეთ ბოსტნეული და ბრინჯი. ხორცი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. პომიდორს მდუღარე გადაავლეთ, ასე უფრო იოლად გაფცქვნით. გახეხეთ და მოთუშეთ. პომიდორი და მოხარშული ბრინჯი შეურიეთ ხორცის წვნიანს. მიიყვანეთ ადუღებამდე. მზა კერძს მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.