ინგრედიენტები:
1928-ის ბრინჯის ფანტელი - ½ ჭ ზეითუნის ზეთი - 2 ჩ.კ ხახვი - 1 ც. ყაბაყი - 1 ც. კვერცხი - 3 ც. გახეხილი ყველი - 1 ჭ.
მომზადების წესი:
- ბრინჯის ფანტელს დაასხით 1 ჭ. ადუღებული წყალი, დაახურეთ თავზე და გააჩერეთ 3 წუთით
- ტაფაში გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი. მოშუშეთ დარბილებამდე, 3 - 5 წუთის განმავლობაში
- გადაიტანეთ დიდ ჭურჭელში, დაუმატეთ გახეხილი ყაბაყი, ბრინჯის ფანტელი, კვერცხი და ½ ჭ. გახეხილი ყველი. კარგად აურიეთ
- მარილი და პილპილი დაუმატეთ გემოვნებით
- გააცხელეთ ღუმელი 180°გრადუსზე. საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი (ან გამოიყენეთ საკონდიტრო ქაღალდი)
- მიღებული მასა გადაიტანეთ მომზადებულ საცხობ ფორმაში, ზემოდან მოაყარეთ დარჩენილი ყველი
- გამოაცხვეთ 25 - 30 წუთის განმავლობაში
გემრიელად მიირთვით!