სოკო ბრინჯის გულსართით (5 წლიდან) - მშობლები

სოკო ბრინჯის გულსართით (5 წლიდან)

2018-07-20 07:35:42+04:00

mshoblebi

ინგრედიენტები:

1928 - ის მილინ პარასის ბრინჯის ფანტელი - 100 გრ. დიდი ზომის სოკო შამპინიონი - 500 გრ. ხახვი - 1 ც. დიდი ზომის მცენარეული ცხიმი - 3 ს.კ მარილი - ½ ჩ.კ შავი პილპილი -¼ ჩ.კ მწვანილი - გემოვნებით

მომზადების წესი:

- მილინ პარასის ბრინჯის ფანტელს დაასხით 250 მლ ადუღებული წყალი, მოაყარეთ მარილი და კარგად მოურიეთ

- გარეცხეთ სოკო, ცალკე გადადეთ ფეხები, ხოლო ქუდები დააწყვეთ ცხიმწასმულ ჟარუნაზე

- ხახვი დაჭერით წვრილად და ოდნავ მოშუშეთ მცენარეულ ცხიმში, შემდეგ დაუმატეთ წვრილად დაჭრილი სოკოს ფეხები და გააგრძელეთ შუშვა ოქროსფერი ფერის მიღებამდე

- ტაფაში დაუმატეთ უკვე გაფუებული ბრინჯის ფანტელი, მოაყარეთ პილპილი და მოურიეთ

- ჟარუნაზე დაწყობილ სოკოებში მაქსიმალურად უხვად მოათავსეთ შიგთავსი, შედგით ღუმელში 20 წუთით - 190 გრადუსზე

- ღუმელიდან გამოღების შემდეგ, სოკოებს ზემოდან მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.

(იხილეთ მეტი)

გემრიელად მიირთვით!