უფროსები ხშირად იხსენებენ საკუთარ ბავშვობას და მიუხედავად იმისა, რომ არავითარი კომფორტი არ ჰქონდათ, მაინც მიიჩნევენ, რომ მათი ბავშვობა უფრო ლაღი და ბედნიერი იყო.
რა იყო ის საუკეთესო ნაწილი, რაც ძველი თაობის ბავშვებს ჰქონდათ და რა არის ის მნიშვნელოვანი დანაკლისი, რომელიც 21-ე საუკუნის ბავშვებს აქვთ?
გადავხედოთ სტატისტიკას - ბოლო 15 წლის განმავლობაში მსოფლიოში ყოველ მე-5 ბავშვს აქვს ფსიქიკური აშლილობა; ბავშვების 43% იზრდება ყურადღების დეფიციტის პირობებში; ბავშვების 37% აწუხებს მოზარდობის დეპრესია; 14-15 წლის ასაკში თვითმკვლელობის შემთხვევები 200%-ით გაიზარდა.
თანამედროვე ბავშვები მოკლებული არიან ჯანსაღი ბავშვობის ისეთ საფუძვლებს, როგორიცაა:
ემოციურად მდგრადი მშობლები;
მკაცრად დაწესებული დარიგებები და საზღვრები;
ბალანსირებული კვება
საკმარისი ძილი;
მოძრაობა და სუფთა ჰაერი;
შემოქმედებითი თამაშები,
ურთიერთობა,
თავისუფალი დროის ფიზიკურ აქტივობაში გამოყენება.
ამის მაგივრად ბავშვებს ჰყავთმუდამ დაკავებული მშობლები; მშობლები, რომლებიც ბავშვებს ყველაფრის ნებას აძლევენ; აქვთ დაუბალანსებელი, არაჯანსაღი კვება და ნატურალურ პროდუქტებზე ხელი არ მიუწვდებათ. ასევე ძილის უკმარისობა; ჯდომითი ცხოვრების წესი. გამუდმებული სტიმულაცია, ტექნოლოგიური გართობები, წუთიერი, ზედაპირული დაკმაყოფილება.
10 ნიშანი იმისა, რომ ბავშვს სტრესი აქვს - არ გამოგეპაროთ!
რა უნდა გააკეთოს მშობელმა:
დააწესეთ საზღვრები და გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ ბავშვის მშობელი და არა მხოლოდ - მეგობარი.
უზრუნველყავით ბავშვები მათთვის მნიშვნელოვანით და არა იმით, რაც მათ სურთ!
ნუ შეგეშინდებათ რაიმეზე უარის თქმის მაშინ, თუ მათი სურვილები არ მოდის თანხვედრაში აუცილებლობასთან.
მიაჩვიეთ ჯანსაღ საკვებს.
დღეში ერთი საათი გაატარეთ ბუნებაში.
დააწესეთ ყოველდღიურად ოჯახური ვახშამი გაჯეტების გარეშე.
ერთად ითამაშეთ სამაგიდო თამაშები.
მიაჩვიეთ ყოველდღიურ საქმიანობას (თავისი კარადის დალაგება, სუფრის გაშლა, სათამაშოების დალაგება, სარეცხის გაფენა, და ა. შ.).
დასაძინებლად დააწვინეთ ერთსა და იმავე დროს.
აუკრძალეთ საწოლში გაჯეტით სარგებლობა.
მიაჩვიეთ პასუხისმგებლობას და დამოუკიდებლობას, რაც დაეხმარება ცხოვრებისეული პრობლემების გადალახვაში.
ნუ გააკეთებთ მის მგივრად იმას, რაც თავადაც შეუძლია.
ასწავლეთ მოთმინება და მიეცით თავისუფალი დრო, რათა გამოავლინოს თავისი შემოქმედებითი შესაძლებლობები.
ნუ მიაჩეჩებთ ტექნიკას მოწყენილობის დროს. ნუ წაახალისებთ გაჯეტებით ჭამის დროს, მანქანაში, რესტორანში, მაღაზიაში. დაე ბავშვის ტვინი მიეჩვიოს მოწყენილობის დამოუკიდებლად გაქარვებას.
ასწავლეთ სოციალური უნარები.ასწავლეთ ბავშვს გაღიზიანების და სიბრაზის მართვა. ასწავლეთ მისალმება, დათმობა, განაწილება, თანაგრძნობა, სუფრასთან მოქცევის წესები...
მუდამ გქონდეთ ემოციური კავშირი: გაიღიმეთ, მოეფერეთ, იცეკვეთ, წაკითხეთ, იხტუნეთ და იხოხეთ მასთან ერთად, ელაპარაკეთ და ეცადეთ, მას ყოველთვის ჰქონდეს სურვილი და გამბედაობა, ყველაფერზე ისაუბროს თქვენთან და იყოს გულახდილი!