ამ თვეში არავის არ ურჩევენ ქორწინებას... რატომ არის, რომ ქორწილის შემდეგ ზოგი წყვილი დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობს, ზოგის წყვილის იდილია კი მალევე ირღვევა?
ხალხში ბევრი მოსაზრებაა გავრცელებული. მაგალითად, მაისის თვეს არ მიიჩნევენ ქორწინებისთვის სასიკეთოდ - ამბობენ, ამ თვეში მხოლოდ ვარდი ხარობსო. ასევე ზოგიერთი მოსაზრებით, თვე, რომლის სახელწოდებაშიც ასო "რ" არ ურევია, არ არისო კარგი ქორწინებისთვის...
ახლა კი სხვადასხვა სახის პარაფსიქოლოგების, ასტროლოგიის და ხალხის რწმენის მოშველიებით შეკრებილ მონაცემებზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ ჩამონათვალს გთავაზობთ:
1. თებერვალი
გადმოცემის თანახმად, თებერვალი ქორწილისთვის ან ჯვრისწერისთვის საუკეთესო თვეა. ითვლება, რომ რაც უფრო დიდი ყინვა იქნება ქორწილის დღეს, მით მეტად მყარი იქნება ქორწინებაც. განსაკუთრებით კარგ პერიოდად თებერვალში ყველიერის კვირა ითვლება. ასევე ძალიან კარგ დღედ მიიჩნევა ქორწინებისთვის ვალენტინობა.
2. აპრილი
გაზაფხულის მეორე თვე წყვილებს ძალიან საინტერესო, თავგადასავლებით აღსავსე ცხოვრებას ჰპირდება. აპრილში დაქორწინებულთა აურა ცოტა ამოუცნობი და მოულოდნელობებით აღსავსეა.
3. ივნისი
ივნისი ოდითგანვე წარმატებულ თვედ არის მიჩნეული. ის წყვილებიც კი, რომელთაც ურთიერთობის დასაწყისში გარკვეული პრობლემები აქვთ, თანდათან ბედნიერები ხდებიან.
4. აგვისტო
აგვისტოს შეყვარებული წყვილებისთვის მხოლოდ კარგი მოაქვს. მათი გრძნობები თანდათან მყარდება.
5. სექტემბერი
ძველად ქორწილების უმეტესობა სწორედ სექტემბრში იგეგმებოდა. ამ დროისთვის მოსავალი აღებული და დაბინავებული იყო და ადამიანებს სუფთა ნამუსით შეეძლოთ დასვენება და მოლხენა.
სექტემბერში დაქორწინებულებს ელოდებათ მშვიდი, უზრუნველი და სტაბილური ცხოვრება.
6. ოქტომბერი
ოქტომბერში დაქორწინებულბს სიმდიდრე ელოდებათ, თუმცა იგი დიდი შრომის ფასად მოიპოვება. ამ თვეში დაქორწინებულებს უნდა ახსოვდეთ, რომ მხოლოდ შრომა და ერთმანეთზე ზრუნვა გაამყარებს მათ ქორწინებასა და ურთიერთობებს.
7. ნოემბერი
რელიგიური თვალსაზრისით ნოემბერი ქორწინებისთვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია, თუმცა ქორწინება 28 ნოემბრამდე უნდა მოესწროს, 28-ში საშობაო მარხვა იწყება.
8. დეკემბერი
დეკემბერი ახალდაქორწინებულებს მხოლოდ კარგს უქადის. მათი სიყვარული სულ უფრო ძლიერი და მყარი იქნება.
1. იანვარი
იანვარში ქორწილი წყვილისთვის შესაძლოა არც ისე კარგი იყოს, რომელიმე შესაძლოა დაქვრივდეს. ამიტომ იანვარში წყვილი ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებით ფრთხილი უნდა იყოს.
2. მარტი
წყვილს განშორებით ემუქრება. ამ თვის ნეგატიური გავლენის თავიდან ასაცილებლად წყვილი ერთმანეთს უფრო მეტად უნდა გაუფრთხილდეს.
3. მაისი
ქორწინებისთვის ყველაზე არახელსაყრელ პერიოდად ოდითგანვე მაისი ითვლებოდა. არავინ იცის რატომ, თუმცა მაისში ქორწილისგან ყოველთვის ყველა თავს იკავებს.
4. ივლისი
ივლისში ქორწილი შეიძლება იყოს როგორც ძალიან წარმატებული, ისე ძალიან წარუმატებელი. შეიძლება ითქვას, რომ ეს თვე ქორწინებისთვის ოქროს შუალედია. ივლისი ხომ წლის მეორე ნახევარს ხსნის. ეს წელიწადის შუაგულშია და ამიტომაც წყვილებს სწორედ ამ ენერგეტიკას გადასცემს.
რამდენად მიენდობით ამ რჩევებსა თუ მოსაზრებებს, აბსოლუტურად თქვენზეა დამოკიდებული, თუმცა ალბათ იმაში ყველა დაგვეთანხმებით, რომ მყარი ქორწინების მთავრი გარანტია გულწრფელი სიყვარული და ურთიერთპატივისცემაა.