"გვატყუებენ, რომ ჩვენი შვილები უფასო განათლებას იღებენ საჯარო სკოლებში..."
უამრავი მშობელი წუხს იმაზე, რომ უმაღლეს სასწავლებელში ჩასარიცხად მათ უწევთ შვილების რეპეტიტორებთან მომზადება, რაც ძალიან დიდ თანხებთან არი დაკავშირებული. ბევრი ამის გამოც იძულებულია საერთოდ ხელი აიღოს სწავლის გაგრძელებაზე. ფაქტობრივად, თუ რეპეტიტორი ვერ აუყვანე ბავშვს, ის სკოლაში მიღებული განათლებით ვერ მოახერხებს ეროვნული გამოცდების ჩაბარებას. სწორედ აღნიშნულ პრობლემაზე მოგვწერა მწვავე და კრიტიკული წერილი ერთმა ქალბატონმა.
"ძალიან განვიცდი იმას, რა უბედურებაც სჭირს ქართულ სკოლას და ზოგადად საგანმანათლებლო სისტემას. გვატყუებენ, დიახ გვატყუებენ, რომ ჩვენი შვილები უფასო განათლებას იღებენ საჯარო სკოლებში. ეს უკვე ჩვეულებრივი ფორმალობაა, სკოლის დამთავრებისას იმდენი თანხის გადახდა გვიწევს ბავშვების მომზადებაში, რომ ლამის სული გაგვძვრეს.
ვფიქრობ, დაგვიანებულია ჩემი მხრიდან ამის წერა უკვე, მაგრამ უნდა ვაღიარო ჩემი დანაშაული. დამნაშავე ვარ, რომ თავის დროზე არ ვამხილე სკოლის მასწავლებლები, რომლებიც სრულიად უპასუხისმგებლოდ იღებდნენ ხელფასს ამდენი წლის განმავლობაში. დამნაშავე ვარ, რომ ჩემს შვილს ვერ ვაიძულე მასწავლებლებისგან დამოუკიდებლად მაინც ემეცადინა სახლში თავისთვის. წელს აბიტურიენტი ხდება და დავდექით იმ აუცილებლობის წინაშე, რომ ყველა საგანში უნდა გადავუხადოთ ფული რეპეტიტორს.
ბუნებრივია, ჩემი საყვედური ყველა მასწავლებელს არ ეხება და ჯერ კიდევ არიან პედაგოგები, რომლებსაც საკუთარი საქმის სიყვარული და პროფესიონალიზმი გამოარჩევთ, მაგრამ ის რაც ხდება სკოლებში ამის ატანა შეუძლებელია. განათლების სამინისტროს, რომ აზრი არ მოეკითხება, ეს ახალი ამბავი არ არის, მაგრამ თქვენ, მასწავლებლებო, როგორ არ გრცხვენიათ წლის განმuავლობაში ერთ სრულფასოვან გაკვეთილს რომ ვერ ატარებთ.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილი ცუდ მოსწავლედ არ ითლება და სწორედ ამიტომაც მინდა უმაღლესში სწავლა გააგრძელოს, ისეთ ისტორიებს ყვებოდა ამ წლების განმავლობაში გაოგნებული ვუსმენდი. "არ გვიტარდება ქიმია, მათამატიკის მასწავლებელი გვეუბნება მაინც ვერაფერს გაიგებთ და ვინც ჩუმად იქნება იმათ დავუწერ ნიშნებს, ქართულის მასაწავლებელი არ თვლის საჭიროდ რამის ახსნას, რადგან ბოლოს მაინც მასთან უნდა ვიმეცადინოთ"... ყოველთვის იყო და იქნებიან ზარმაცი, ურჩი მოსწავლეები, მაგრამ როცა კლასში ერთი მოსწავლეც არ მოიძებნება ისეთი, რომელსაც თუნდაც ფიზიკის სრულფასოვანი გაკვეთილი აქვს მოსმენილი, ეს კატასტროფაა...
მეთორმეტეკლასელებს სკოლაში სიარულს აღარ სთხოვენ - რა წერია მინისტრის ახალ ბრძანებაში
ნუ ვიქნებით სამინისტროს იმედად. კარგად ვხედავთ, რამდენი წელია ანგრევენ საგანმანათლებლო სისტემას. უაზრო ტრენინგების და წარუმატებელი რეფორმების გარდა ჯერ არაფერი შეუქმნიათ. რეალურად რომ უნდოდეთ სკოლის სტასუსის ამაღლება დაიწყებდნენ არაგეგმიურ შემოწმებებს სკოლებში, შექმნიდნენ მონიტორინგის ჯგუფებს და შეამოწმებდნენ ვინ როგორ გაკვეთილს ატარებს და როგორ მიდის სასწავლო პროცესი.
დამნაშავეები ვართ მშობლები, რომლებიც არ ვინტერესდებით ჩვენი შვილების მომავლით და არ ვლაპრაკობთ იმ განუკითხაობაზე, რაც სკოლებში ხდება.
სკოლა გახდა არასაგანმანათლებლო დაწესებულება, არამედ გასართობი საშუალება, სადაც "მოსწავლეები" ახალი ტექნიკისა და პრანჭვის, მაიმუნობის სადემონსტრაციოდ დადიან. ამაშიც მშობლები ვართ დამნაშავე, როცა მატერიალიზმს ვწირავთ ყველაზე მნიშვნელოვანს, განათლების მიღების აუცილებლობას. არ ვასწავლით შვილებს ზრდილობას და უფროსის პატივისცემას. არ ფიქრობენ ბავშვები იმაზე, რომ თუ მათ არ უნდათ სწავლა, ხელი არ შეუშალონ თანაკლასელს და არ წართვან მას ცოდნის მიღების უფლება.
რატომ არ ვფიქრობთ იმაზე, რომ თუ ბავშვს ჩანთა არ მიაქვს, წიგნებს არ ატარებს, რვეული და საწერ კალამი არ აქვს, რატომ მიდის სკოლაში. რით განსხვავდება მაშინ სკოლა ქუჩისგან".
მანანა, 45 წლის