აბიტურიენტები, რომლებმაც რთული ვარიანტი დაწერეს, არ დაიჩაგრებიან, რასაც სკალირების პროცედურა უზრუნველყოფს ზოგადი უნარების გამოცდის მინიმალური ბარიერი აბიტურიენტების 13%-ზე მეტმა ვერ გადალახა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელმა სოფო დოლიძემ განუცხადა. მისივე თქმით, მხოლოდ ერთმა აბიტურიენტმა აიღო უმაღლესი - 80 ქულა.
„ტესტის სხვადასხვა ვერსიის სირთულე მერყეობს საშუალო ფარგლებში. გვაქვს ვარიანტი, რომელიც საშუალოზე მარტივიც არის, ესაა მესამე ვარიანტი. საშუალოზე ცოტა რთული ვარიანტია მეორე. 13%-ზე ცოტა მეტია ისეთი, რომელმაც ზღვარი ვერ გადალახა. ისინი, სამწუხაროდ, კონკურსს გამოეთიშებიან. ვერსიებს შორის მინიმალური ბარიერები ასეთია: მესამე ვარიანტი - 24 ქულა, პირველი და მეოთხე ვარიანტი - 23 ქულა, მეორე ვარიანტი - 22 ქულა“, - განაცხადა სოფო დოლიძემ.
მისივე თქმით, აბიტურიენტები, რომლებმაც რთული ვარიანტი დაწერეს, არ დაიჩაგრებიან, რასაც სკალირების პროცედურა უზრუნველყოფს.
„იმისათვის, რომ არ დაიჩაგრონ ის აბიტურიენტები, რომლებმაც შედარებით რთული ვერსიები შეასრულეს, ჩვენ მერე უკვე სკალირების პროცედურას მივმართავთ. სკალირების პრინციპი არის, რომ ჩვენ ქულებს მაქსიმალურად ვათანაბრებთ ერთმანეთთან. ასე, რომ ამ თვალსაზრისით აბიტურიენტებმა არ უნდა ინერვიულონ, თუ რთული ვარიანტი შეასრულეს, ეს მათ აუცილებლად დაუფასდებათ“, - განაცხადა სოფო დოლიძემ.
დღეს ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გახდა ცნობილი, სხვა საგნების შედეგები კი, ეტაპობრივად გახდება ცნობილი.
ინტერპრესნიუსი
"დამნაშავე ვარ, რომ თავის დროზე არ ვამხილე სკოლის უპასუხისმგებლო მასწავლებლები"