მეხანძრე-მაშველ ალექსანდრე შუკვანს, რომელმაც ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ხანძრისას, ჩვილი ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოიყვანა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შეხვდა.

შალვა ხუციშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი თავდადებისთვის მეხანძრე-მაშველს მადლობა გადაუხდა.
ალექსანდრე შუკვანს ფულადი ჯილდო გადაეცემა.
უწყების ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მეხანძრე-მაშველს, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, საზღვარგარეთ სასწავლო კურსით გაგზავნის.
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, საცხოვრებელ სახლში ხანზარი გუშინ გაჩნდა.
ხანძრის შედეგად დაიწვა საოჯახო ნივთები. ძლიერი დაკვამლიანების გამო, მაშველებმა კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს. მათ შორის ერთ-ერთი საცხოვრებლიდან გამოიყვანეს მცირეწლოვანი ბავშვი. ადგილზე მობილიზებული იყო 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.