დედა, რომელმაც სასტიკად სცემა 4 წლის ქალიშვილს, 5 წლით დააპატიმრეს - მშობლები

დედა, რომელმაც სასტიკად სცემა 4 წლის ქალიშვილს, 5 წლით დააპატიმრეს

2014-09-09 18:24:52+04:00

დედის მიერ ნაცემმა პატარა გოგონამ რამდენიმე ტრავმა მიიღო უკრაინის ხარკოვის ოლქის პროკურატურამ 23 წლის დედას 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა ქალიშვილის ცემისთვის. დედას მშობლის უფლებაც ჩამოართვეს და 4 წლის პატარა ახალ ოჯახში იზრდება.

როგორც საქმის მასალებიდან გაირკვა, შარშან ზაფხულში მთვრალი დედა თავის მეგობარ მამაკაცს წაეჩხუბა. გადაწყვიტა, სახლიდან წასულიყო პატარა გოგონასთან ერთად. ქალმა შვილი გააღვიძა, მაგრამ პატარამ ტირილი დაეწყო. ბავშვი რომ გაეჩუმებინა, დედამ რამდენჯერმე გამეტებით დაარტყა თავში, რის შედეგადაც გოგონამ ქალა-ტვინის დახურული ტრავმა მიიღო, ტვინიც დაუზიანდა და მრავალრიცხოვანი ჰემატომებიც აღენიშნა...

ასეთივე შემთხვევა სულ რამდენიმე კვირის წინაც დაფიქსირდა – 21 წლის დედამ ორი თვის ბავშვი ცემა იმის გამო, რომ ტიროდა და დედას ნათესავებთან ერთად დალევაში უშლიდა ხელს. ატირებული ბავშვი ბრალდებულის ქმარმა იპოვა და საავადმყოფოში მიიყვანა. ორი თვის ბავშვს ქალა-ტვინის ტრავმა და ფუძის მოტეხილობა დაუდგინეს... ამ დედასაც ჩამოართვეს შვილი და მშობლის უფლებების განხილვა მიმდინარეობს, რაც შეეხება სასჯელს, დედას სავარაუდოდ 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.